სარჩევი
2024 თებ 27, 11:19 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ოთხი შეხვედრა გაიმართა NBA-ში. საკრამენტო კინგსმა მაიამი ჰიტს უმასპინძლა და 110:121 დამარცხდა. ასეთი გუნდია საკრამენტო, ორი ვარსკვლავის გუნდი, ეს ორიც მუდმივად აგროვებს საჭირო სტატისტიკას, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი მხოლოდ პლეიოფში მოსახვედრად შეიძლება იყოს საკმარისი. მერე უკვე სირთულეები გამოჩნდება.

საკრამენტო კინგსი დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მაიამი ჰიტი კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს.

საკრამენტოსთვის სასურველი ადგილის დაკავება გაცილებით რთულია, დასავლეთ კონფერენციაში გიჟური კონკურენციაა, კინგსმა წინ გაუშვა ნიუ-ორლეან პელიკანსი და ფინიქს სანსი, მათ უკან კი ლოს ანჯელეს ლეიკერსი, დალას მავერიქსი და გოლდენ სტეიტ უორიორზი არიან. ასეა საქმე, ერთი ფეხის დაცდენა და უკვე თამაშგარე ხარ.

  • საბონისმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 14 მოხსნა და 10 ასისტი მიითვალა. 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, FG – 6/8.
  • დე’არონ ფოქსმა 27 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/24.
  • მაიამის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა ბემ ადებაიომ – 28 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 11/18.

რეგულარული სეზონი

  • ინდიანა პეისერსი vs ტორონტო რეპტორსი – 122:130
    ბენედიქტ მატურინმა 34 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა;
  • ნიუ-იორკ ნიქსი vs დეტროიტ პისტონსი – 113:111
    ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 35 ქულა და 12 ასისტია;
  • მემფის გრიზლი vs ბრუკლინ ნეტსი – 86:111