ფინიქსმა დენვერი ოვერტაიმში დაამარცხა

სან ანტონიო სპურსმა ზედიზედ მესამე შეხვედრა ვეღარ მოიგო, არადა, გუნდი ისეთი შეხვდა რომ სრულიად შესაძლებელი იყო. ძლიერი თუ სუსტი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სანდრო მამუკელაშვილს არც ამჯერად უთამაშია.

ვიქტორ ვემბანიამამ კი მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი და 7 ბლოკი. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, FG – 4/10.

ჰიუსტონმა სპურსი 114:110 დაამარცხა.

ალპერენ შენგუნმა საოცარი შედეგი აჩვენა – 45 ქულა და 16 მოხსნა.

ორლანდო მეჯიქმა 101:89 მოიგო შარლოტთან. გოგა ბითაძეს ერთი წუთიც არ უთამაშია. პაოლო ბანჩერომ 22 ქულა ჩააგდო.

დენვერ ნაგეთსი vs ფინიქს სანსი

საპლეიოფო დონის შეხვედრა გამოვიდა დენვერ ნაგეთსსა და ფინიქს სანსს შორის. თამაშო ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ფინიქსი უკეთესი აღმოჩნდა, გადამწყვეტი სიტყვა თქვა კევინ დურანტმა.

პირველი მეოთხედი – 32:28
მეორე მეოთხედი – 18:37
მესამე მეოთხედი – 31:25
მეოთხე მეოთხედი – 21:12
ოვერტაიმი – 5:15

ფინიქსმა 117:107 მოიგო.

მეოთხე მეოთხედის ბოლოს, სამი წამით ადრე, ნიკოლა იოკიჩმა გადაწყვიტა თამაშის დასრულება, მაგრამ მისი ნასროლი ბურთი დიდხანს ხტუნავდა ფარზე, და როცა დაამატეს და ჩატენეს კალათში დრო უკვე გასული იყო.

როგორც აღმოჩნდა, დენვერისთვის ბოლო შანსი ყოფილა მოგების, რომელიც ხელიდან გაუშვეს.

  • იოკიჩის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 25 ქულა, 16 მოხსნა, 5 ასისტი. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/18.
  • ჯამალ მარის ანგარიშზე 28 ქულა, 9 ასისტი და 7 მოხსნაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/25.
  • დურანტის ანგარიშზე 35 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ბლოკია. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/34.

დევინ ბუკერს არ უთამაშია.

დენვერ ნაგეთსი დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე დაქვეითდა, ისევ მისცა ოკლაჰომას გადასწრების საშუალება.

ფინიქსი მეექვსე ადგილზეა. ამ ორ გუნდს შორის კი პელიკანსი და კლიპერსი იკავებენ მეხუთე და მეოთხე ადგილებს.

რეგულარული სეზონი

ბრუკლინ ნეტსი vs ფილადელფია სიქსერსი – 112:107
კელი უბრეს ანგარიშზე 30 ქულაა;

კლივლენდ კავალიერსი vs ბოსტონ სელტიკსი – 105:104
ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 26 ქულა, 13 მოხსნა;

მაიამი ჰიტი vs დეტროიტ პისტონსი – 118:110
ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 26 ქულაა;

ნიუ-იორკ ნიქსი vs ატლანტა ჰოუკსი – 100:116
ჯეილენ ჯონსონის ანგარიშზე 26 ქულაა;

ტორონტო რეპტორსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი – 98:139
ტრეი მერფის ანგარიშზე 34 ქულაა;

დალას მავერიქსი vs ინდიანა პეისერსი – 120:137
დონჩიჩის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 39 ქულა, 10 მოხსნა, 11 ასისტი;


დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე