მილუოკმა იანისის გარეშე მოიგო – ლილარდის 41 ქულა

სულ მცირე ხნის წინ დაობდნენ დასავლეთ კონფერენციის ლიდერებისა და ფლეი-ინ ზონაში მყოფი გუნდების ძალასა და შესაძლებლობებზე. ითქვა რომ ეს მაჩანჩალა გუნდები, რომლებიც სულ ბოლოს ახერხებენ ფლეი-ოფში გასვლას მარტივად შეძლებენ ლიდერების დამარცხებასო. ლიდერებში ოკლაჰომა და მინესოტა იგულისხმეს, და არავითარ შემთხვევაში ჩემპიონი – დენვერ ნაგეთსი.

რა ვიცი.. საკამათოა და იკამათეს კიდეც ლეგენდებმა, ახლა პროგნოზის გაკეთება რთულია და არც არის საჭირო, დრო მოვა და ყველაფერს ჩვენივე თვალით ვიხილავთ.

მანამდე კი ლოს ანჯელეს ლეიკერსი ოკლაჰომა სიტის შეხვდა და 116:104 დაამარცხა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ოკლაჰომა სიტი თანდერი

პირველი მეოთხედი – 25:25
მეორე – 27:18
მესამე – 37:29
მეოთხე – 27:32

ლეიკერსმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო, ისიც იმიტომ რომ თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, საკმარისი უპირატესობა ჰქონდათ და თავს მოდუნების საშუალება მისცეს.

  • ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულეს. ლებრონის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, FG – 7/14.
  • ენტონი დევისის ანგარიშზე 24 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკია. FG – 7/12.
  • გილჯეს-ალექსანდერის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/13.

ლეიკერსი (34/29) დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ოკლაჰომა სიტი (42/19) მესამე ადგილზე დაქვეითდა და დენვერმა გადაუსწრო.

მილუოკ ბაქსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი

აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის მეოთხეადგილოსანს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია რას უესტბრუკს, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა, თუმცა, მილუოკს გაცილებით დიდი დანაკლისი ჰქონდა – არ უთამაშია იანის ანტეტოკუნმპოს. გასახურებლად გავიდა, მცირე დაზიანება მიიღო და თამაში აღარ გარისკა.

მიუხედავად ამისა, ბაქსმა მაინც შეძლო კლიპერსის დამარცხება – 113:106

პირველი მეოთხედი – 25:35
მეორე – 23:20
მესამე – 25:26
მეოთხე – 40:25

როგორც ხედავთ გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, მატჩის გმირად დემიენ ლილარდი იქცა, რომელმაც 42 წუთში 41 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაც მიამატა. 9-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, FG – 12/22.

  • ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ბობი პორტისმა, მის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 28 ქულა და 16 მოხსნა.
  • კავაი ლეონარდის ანგარშზე 16 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/19.
  • პოლ ჯორჯის ანგარიშზე 29 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 10-დან 6 სამქულიანი ზუსტად ისროლა, FG – 10/17.
  • ჯეიმს წვერა ჰარდენმა 29 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა. 10-დან 5 სამქულიანი ზუსტად ისროლა, FG – 9/16.

რეგულარული სეზონი

  • ბრუკლინ ნეტსი vs მემფის გრიზლი – 102:106
  • მინესოტა ტიმბერვულვზი vs პორტლენდ ბლეიზერსი – 119:114
    ანფერნი სიმონსის ანგარიშზე 34 ქულა და 14 ასისტია;
  • იუტა ჯაზი vs ვაშინგტონ ვიზარდსი – 127:115
    ჯორდან კლარკსონის ანგარიშზე 38 ქულა და 10 მოხსნაა;
  • საკრამენტო კინგსი vs ჩიკაგო ბულზი – 109:113
    ფოქსის ანგარიშზე 20 ქულა და 10 ასისტია, საბონისმა 18 ქულა და 21 მოხსნა მიითვალა;
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე