NBA-ს მაყურებელი ახალგაზრდა ვარსკვლავების დაპირისპირებას ელოდნენ, მაგრამ მხოლოდ ჯა მორანტის თამაში იხილეს, ზაიონ უილიამსონი ტრავმის გამო კვლავ თადარიგში დარჩა, ფანებს, განსაკუთრებით კი პელიკანსის ფანებს, იმედი აქვთ, რომ ეს სეზონი მაინც იქნება მისთვის წარმატებული.
პელიკანსმა გრიზლი ზაიონის გარეშეც დაამარცხა, ანგარიშით 113:102, გამარჯვებულთაგან საუკეთესო სიჯეი მაკკალუმი იყო, 30 ქულით, 9 პასით და 3 მოხსნით.
ბრენდონ ინგრამმა 19 ქულას მოუყარა თავი, 4 მოხსნა და 2 პასიც მიამატა. პელიკანსი გვაჩვენებს, რომ მიმდინარე სეზონში საპლეიოფო გუნდი იქნება, ზაიონის ჯანმრთელობისა და სტაბილურად თამაშის შემთხვევაში კი უფრო მეტის მიღწევასაც შეძლებენ.
მემფისის მხრიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ჯა მორანტი იყო, 36 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით. ჯამ რამდენიმე ეფექტური ეპიზოდით გაალამაზა შეხვედრა და კამერასთან ახლოს სამქულიანი შეტევის ეპიზოდი თავისივე სიტყვებით აღწერა, – They can’t guard me! They can’t guard me!!
პელიკანსის ბალანსი 8-6-ია, მემფისის 9-6. გუნდები დასავლეთ კონფერენციაში მეზობლები არიან, პელიკენსი მეშვიდე პოზიციას იკავებს, მემფისი მეექვსეს. მომდევნო შეხვედრას ნიუ ორლეან პელიკენსი ჩიკაგო ბულსთან გამართავს, მემფისი კი ოკლაჰომა სიტის მიიღებს.