სანამ NBA-ის თასის მეოთხედფინალები დაიწყება, მანამდე რეგულარული სეზონი გრძელდება. ნიკოლა იოკიჩი პარკეტს დაუბრუნდა, ზაიონი ფორმაში შედის, გოგა ბითაძის ორლანდო კი მოგებას განაგრძობს.
ჰოდა, მოდი მეჯიქით დავიწყოთ.
ორლანდო vs ვაშინგტონი
მეჯიქმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. გოგა სტაბილურად თამაშობს და კარგი სტატისტიკა აქვს. ბალანსი 13-5 ზე აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზე არიან. მხოლოდ ბოსტონ სელტიკს ჩამორჩებიან, მილუოკსა და ფილადელფიას კი ზემოდან გადმოჰყურებენ.
ვინ ელოდა ამას? თუმცა, დასკვნების გასაკეთებლად ჯერ ძალიან ადრეა. მივყვეთ რეგულარულს და ვნახავთ რას უნდა ველოდოთ საბოლოოდ ამ გუნდისგან.
ზედიზედ ორჯერ მოუწევთ ვიზარდთან თამაში, პირველი მარტივად მოიგეს – 139:120.
ფრანც ვაგნერმა 31 ქულა ჩააგდო, პაოლო ბანჩერო კი მხოლოდ ექვს ქულას დასჯერდა. რაც შეეხება გოგას, მის ანგარიშზე 24 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკია. FG – 2/5.
დენვერი vs ჰიუსტონი
ნიკოლა იოკიჩი დაბრუნდა, თავისი გუნდით კმაყოფილი უნდა იყოს, მის გარეშეც შეძლეს მაღალ დონეზე თამაში, ჯოკერმა უკვე იმდენი შეძლო რომ მისი მენტალობა მთელი გუნდის ნაწილი გახდა.
იოკიჩს ყველაზე დიდი გავლენა აქვს გუნდზე NBA-ისა და მსოფლიო კალათბურთის მასშტაბით. მე ასე მგონია და ალბათ არც ვცდები.
დაბრუნდა და დააბრუნა სამმაგი დუბლი – 33 წუთში 32 ქულა, 15 მოხსნა, 10 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 2-1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/19.
მომდევნო ტურში დენვერი ფინიქს სანსს შეხვდება.
პელიკანსი vs ფილადელფია
ჯოელ ემბიდმა ცოტა არ იყოს ხასიათი გაგვიფუჭა. რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა არ თამაშობს.
ასე დავრჩით ზაიონის ამარა, არადა, კარგი სანახავი იქნებოდა, ფართან შესული ზაიონი, რომელსაც ემბიდი ხვდება ხელებამართული. არ გამოვიდა, სხვა დროს იყოს.
პელიკანსმა 124:114 მოიგო.
ტაირის მაქსის გარჯა საკმარისი არ გამოდგა. ემბიდის გარეშე რთულია ასეთი მატჩის მოგება. მაქსის ანგარიშზე 33 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
ზაიონმა 33 წუთში 33 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. FG – 11/12.
ინგრამის ანგარიშზე 15 ქულა, 6 ასისტი და 4 მოხსნაა.
პელიკანსი დასავლეთ კონფერენციის მერვე საფეხურზეა.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
საკრამენტო vs კლიპერსი – 117:131
დეანდრე ფოქსმა 40 ქულა ჩააგდო, კავაი ლეონარდმა – 34.
მემფისი vs იუტა – 105:91
დერიკ როუზმა 27 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა.
ტორონტო vs ფინიქსი – 112:105
კევინ დურანტის ანგარიშზე 30 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტია.
დეტროიტი vs ლეიკერსი – 107:133
ლებრონმა 25 ქულა ჩააგდო, დევისმა 28, რასელმა – 35.