სარჩევი
2023 ნოე 29, 12:43 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ის თასის მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ზონაში. შეხვედრები ტრადიციულად ორშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

დასავლეთ ზონიდან შემდეგი გუნდები გავიდნენ – ლოს ანჯელეს ლეიკერსი, საკრამენტო კინგსი, ნიუ-ორლეან პელიკანსი და ფინიქს სანსი.

საპლეიოფო პრინციპის დაცვით ლეიკერსი ფინიქსს შეხვდება, საკრამენტო კი პელიკანსს. ნახევარფინალისტებს ერთი შეხვედრა გამოავლენს. არანაირი Game Seven და Nothing easy!  

აღმოსავლეთ ზონაში შემდეგი გუნდები გავიდნენ – მილუოკ ბაქსი, ინდიანა პეისერსი, ბოსტონ სელტიკსი და ნიუ-იორკ ნიქსი.

მილუოკი ნიქსს შეხვდება, სელტიკსი კი პეისერსს.

ბოლო ტურის შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ბოსტონი vs ჩიკაგო – 124:97
  • ბრუკლინი vs ტორონტო – 115:103
  • კლივლენდი vs ატლანტა – 128:105
  • მაიამი vs მილუოკი – 124:131
  • ნიქსი vs შარლოტი – 115:91
  • მინესოტა vs ოკლაჰომა – 106:103
  • დალასი vs ჰიუსტონი – 121:115
  • საკრამენტო vs გოლდენ სტეიტი – 124:123