სარჩევი
2023 მარ 03, 15:40 შშ
3 წუთის საკითხავი

NBA-ში ოთხი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, ორი განსაკუტღებით გამოსარჩევია. დიდი მოლოდინი იყო ფილადელფია-დალასისა და უორიორზი-კლიპერსის მატჩის მიმართ.

ფილადელფია vs დალასი

რა დავარქვათ ამ მატჩს? შეგვიძლია ვარსკვლავთა ომები ვუწოდოთ. დალასმა აჩვენა, რომ საპლეიოფო გუნდია და NBA-ის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი. ფილადელფიასგან კი დიდი ხანია ვიცით, რომ ასეა.

დიდი დუეტის ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი – კაირი ირვინგი და ლუკა დონჩიჩი შეუდარებლად გამოიყურებოდნენ. ულამაზესი თამაში გამოდგა, საპირისპიროდ კი ჯოელმა და ჰარდენმა არანაკლები სანახაობა დადგეს. თუმცა, დალასის დუომ სამართლიანად იმარჯვა.

ლუკა დონჩიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 42 ქულა, 4 მოხსნა, 12 ასისტი და 1 ჩაჭრაა მის ანგარიშზე. ლუკამ 13-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

კაირი ირვინგმა 40 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა. კაირიმ 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. აი, ასეთი დუო ჰყავს დალასს, საერთო ჯამში 82 ქულას მოუყარეს თავი.

ჯოელ ემბიდი ერთმატჩიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა და 35 ქულას მოუყარა თავი. პლუს 8 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა.

ჰარდენის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლია – 27 ქულა, 4 მოხსნა, 13 ასისტი. წვერამ 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და ერთი გამაოგნებლად მაგარი პასიც მიითვალა.

ტაირის მაქსის 29 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი ჰქონდა.

საბოლოოდ, დალასმა 133:126 მოიგო.

გოლდენ სტეიტი vs კლიპერსი

ინტერნეტში ერთი სახალისო მიმი გავრცელდა. არ იქნება მოულოდნელი თუ ვიტყვით, რომ ამ მიმის გმირები დრეიმონდ გრინი და რასელ უესტბრუკი არიან.

რასი პერიმეტრზეა, სამიანისთვის ემზადება, გრინი კი დაახლოებით სამი მეტრის მოცილებით დგას და უყურებს, დაფარებას არ აპირებს, არც ხელის შეშლა უცდია, თითქოს, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, ჯანდაბას შენი თავი, ისოლე, ჩამგდები მაინც არა ხარო.

არადა, რასი პირველი ნახევრის მერე კარგ ხასიათზე იყო, კლიპერსმა პირველი ნახევარი 56:45 მოიგო. მერე კი ყველაფერი ცუდად წავიდა, მერე ჯორდან პული ჩაერთო საქმეში და თამაშის სურათი რადიკალურად შეცვალა.

ჯორდანს 31 წუთში 34 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა ჰქონდა. 12-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

კლეი ტომპსონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია მის ანგარიშზე. კლეიმ 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

გრინს კი სამმაგი დუბლის შესრულებაც შეეძლო – 11 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი. ასეთი მატჩი ჰქონდა დრეიმონდ გრინს.

მის გამწარებულ უესტბრუკს რაც შეეხება, 8 ქულა და 6 ასისტია რასის ანგარიშზე. საშინელი თამაში ჰქონდა. 5-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.

კავაი ლეონარდმა 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. ვერც პოლ ჯორჯმა აუბა მხარი, ვერც რასმა, ვერავინ.

გოლდენ სტეიტმა თამაში მოატრიალა და 115:91 მოიგო. სტეფი თამაშს დაესწრო და კმაყოფილიც დარჩა.

დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დასრულდა:

  • ვაშინგტონი – ტორონტო 119:108
  • სან ანტონიო – ინდიანა 110:99