NBA – ფილადელფიამ მილუოკი დაამარცხა

NBA-ში ვნახეთ ცენტრალური მატჩი და სანდრო მამუკელაშვილის სადებიუტო შეხვედრა, სან ანტონიოს მაისურით. ახალი ქართული ამბავი დაიწყო და იმედია წარმატებით გაგრძელდება.

მილუოკი vs ფილადელფია

ბოლო მატჩები ფილადელფიაზე ნათელ წარმოდგენას შეუქმნიდა ადამიანს, თითქოს პლეიოფისათვის მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. ითამაშეს მემფისთან, ბოსტონთან, მაიამისთან, დალასთან და ბოლოს მილუოკთან.

ბოსტონთან ძალიან დარამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ, ჯოელ ემბიდის ბოლო სამიანი არ ჩაითვალა, დრო გაექცა ჯოელს, ფილადელფია სამი ქულით დამარცხდა. ჯა მორანტი და მემფისი ხუთი ქულით დაამარცხეს, მაიამისთან ზედიზედ ორი მატჩი ითამაშეს – ერთში ორი ქულით დამარცხდნენ, მეორე კი დამაჯერებლად მოიგეს. დამარცხდნენ დალასთან და აგერ, ბოლოს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი დაამარცხეს.

საერთო ჯამში ექვსი მატჩი გამოვიდა, აქედან სამი მოიგეს და სამიც წააგეს.

ფილადელფიასა და მილუოკის შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გარდამავალი უპირატესობით, მხოლოდ მესამე მეოთხედში შეძლო მილუოკიმ გაქცევა, სხვაობა 18 ქულამდე გაზარდეს, თუმცა, მეოთხედის მიწურულს ფილადელფიამ მაინც შეძლო სხვაობის მნიშვნელოვნად შემცირება.

ბოლო მეოთხედში კი გადამწყვეტი როლი ემბიდმა და ჰარდენმა ითამაშეს. ძალიან ჭკვიანური და ზუსტი თამაშით შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 133:130.

მილუოკის 16 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

ემბიდის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 31 ქულა, 10 ასისტი, 6 მოხსნა, ჯოელმა ხუთიდან 3 სამქულიანი ჩააგდო;

ჯეიმს ჰარდენს ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე – მის ანგარიშზე 38 ქულა, 10 ასისტი, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. ჰარდენმა 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო;

მილუოკი უძლიერესი შემადგენლობით იყო პარკეტზე.

იანისმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 34 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. სამიდან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო;

ორმაგი დუბლია ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზეც – 26 ქულა, 13 ასისტი, 4 მოხსნა. ჯრუმ 8 დან 5 სამქულიანი ჩააგდო;

აღმოსავლეთ კონფერენციას ისევ მილუოკი ლიდერობს. ფილადელფია მესამეა.

მამუკელაშვილის დებიუტი

აუტსაიდერების მატჩში დებიუტი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. სან ანტონიო ჰიუსტონთან 122:110 დამარცხდა.

სანდროს 16 წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანდრომ 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს. სან ანტონიო ბოლოს წინა საფეხურზეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ვაშინგტონი – ტორონტო 109:116
  • კლივლენდი – დეტროიტი 114:90
  • მაიამი – ატლანტა 117:109
  • საკრამენტო – მინესოტა 134:138

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, დალასისა და ფინიქსის მატჩი შედგება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე