სარჩევი
2023 მარ 13, 13:45 შშ
2 წუთის საკითხავი

ფილადელფია წარმატებულ სვლას აგრძელებს, საკრამენტოს მსგავსი სერია ვერ აქვს, მაგრამ ემბიდისა და ჰარდენის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.

დებატებია NBA-ში ემბიდისა და იოკიჩის გარშემო. ვინ არის მიმდინარე რეგულარული სეზონის MVP? ემბიდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირადი დუელი მოუგო, დაჩაგრა, იოკიჩს კი ზედმეტი ქება არ სჭირდება, რა დონეზეც ემბიდი ახლა ავიდა, იოკიჩი სამი წელია ამ სიმაღლეზე იმყოფება.

ფილადელფიამ ვაშინგტონი 112:93 დაამარცხა.

ჯოელის ანგარიშზე 31 წუთში 34 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკია.

ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა – 18 ქულა, 14 ასისტი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ჰარდენმა 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მესამე ადგილზეა.

ლეიკერსი დამარცხდა

ლეიკერსმა ისევ ლებრონ ჯეიმსის გარეშე ითამაშა და ამჯერად დამარცხდა. ნიუ იორკ ნიქსმა 112:108 მოიგო.

ლოს ანჯელესელებმა ჯულიუს რენდლის შეჩერება ვერ შეძლეს.

ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 17 ქულა, 16 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი.

დ’ანჯელო რასელის ანგარიშზე 33 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკია. რასელმა 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

თითქმის იდენტური სტატისტიკა დადო ჯულიუს რენდლიმ – 33 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა. 12-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.

ნიუ იორკ ნიქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

მამუკელაშვილის 17 წუთი

სან ანტონიო ოკლაჰომასთან 90-102 დამარცხდა.

სანდრომ 17 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 ბლოკი დააგროვა. 3 სამქულიანი ისროლა და ვერცერთი ვერ ჩააგდო.

სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში კვლავ ბოლოს წინა ადგილზეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • შარლოტი – კლივლენდი 108:114
  • პელიკანსი – პორტლენდი 127:110