უორიორზმა მილუოკი ოვერტაიმში დაამარცხა

გოლდენ სტეიტისა და მილუოკის მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დიდ მატჩში მთავარი ლიდერის გარეშე ითამაშეს, მაინც შეეძლოთ მოგება.

მილუოკს სპეციალისტები მთავარ ფავორიტად ასახელებენ, სხვებიც გამოერევიან და ბოსტონის მხარეს გადაიხრებიან, მაგრამ უმეტესობა მაინც მილუოკზე დებს ფსონს. გოლდენ სტეიტთან მატჩში გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ძალიან დიდი რესურსი აქვს. ლოპესის, მიდლტონისა და ჰოლიდეის მონაწილეობით, ისედაც ყველასთან შეუძლიათ თამაში. იანისს კი გუნდი სულ სხვა სიმაღლეზე აჰყავს.

ძირითადი დრო 111:111 დასრულდა. ჰოლიდეის მშვიდად შეეძლო მატჩი გამარჯვებამდე მიეყვანა, მაგრამ ბურთი გაექცა და შანსი დაიკარგა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.

საბოლოოდ, უორიორზმა 125:116 გაიმარჯვა. სრული შემადგენლობით იყვნენ პარკეტზე და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.

სტეფ კარის ანგარიშზე 36 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 15-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლი შეასრულა დივინჩენცომ, – 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

მილუოკის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით გამოირჩა ბობი პორტისი, – 15 ქულა, 13 მოხსნა და 2 ასისტია მის ანგარიშზე. ბობიმ 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

აღმოსავლეთ კონფერენციას კვლავინდებურად მილუოკი ლიდერობს.

მემფისმა 112:108 დაამარცხა დალასი. იყო დიდი მატჩის მოლოდინი, მაგრამ მთავარი ვარსკვლავების გარეშე ჩაიარა. მემფისს ჯა მორანტი აკლდა, დალასს კი კაირი ირვინგი და ლუკა დოჩიჩი.

ფინიქსი საკრამენტოსთან 119:128 დამარცხდა. კევინ დურანტი ახალ გუნდში კვლავ წაუგებელია, კევინს საკრამენტოსთან არ უთამაშია.

ორლანდომ ოვერტაიმში126:114 დაამარცხა მაიამი. გოგა ბითაძეს არ უთამაშია.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • კლიპერსი – ნიქსი 106:95
  • შარლოტი – იუტა 111:119
  • დეტროიტი – ინდიანა 115:121
  • ატლანტა – ბოსტონი 125:134
  • ჰიუსტონი – ჩიკაგო 111:119
  • პელიკანსი – ოკლაჰომა 96:110

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე