სარჩევი
2023 მარ 16, 15:14 შშ
2 წუთის საკითხავი

სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო დალასთან ოვერტაიმში დამარცხდა. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც სანდრომ სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

დალასი vs სან ანტონიო

დალასი მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა. არ იყო ლუკა დონჩიჩი და არ იყო კაირი ირვინგი, თუმცა, მავერიქსმა მაინც მოიგო. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ბოლო წამები, ჯერ კელდონ ჯონსონმა ვერ გამოიყენა ორი საჯარიმო, დასრულებამდე 2 წამით ადრე. მერე დალასმა ბურთი პირდაპირ ტრიბუნაზე ისროლა და სან ანტონიოს შანსი დაუტოვა, ჯონსონმა შეცდომა გამოასწორა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

თუმცა, შაკილ ონილის გაშარჟებულ ხუთეულს ვერც ჯონსონი გადაურჩება და ვერც დალასი.

დამატებით დროში ლიდერობა კრის ვუდმა იტვირთა და დალასი გამარჯვებამდე მიიყვანა – 137:128. ვუდის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 28 წუთში 28 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა.

სანდრო მამუკელაშვილმა კი 33 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. სანდრომ 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დალასი დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. სან ანტონიო კი ისევ ბოლოს წინა საფეხურზეა.

გოლდენ სტეიტი vs კლიპერსი

სტეფ კარი კავაი ლეონარდის წინააღმდეგ. ყოველთვის კარგია ამის ყურება. მოლოდინიც ბოლომდე გამართლდა. კარგი იყო კავაი, შედეგიანი თამაში ჰქონდა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წილიც დაიდო, მაგრამ როგორი იყო სტეფ კარი?! შეუდარებელი!

სტეფმა 39 წუთში 50 ქულა ჩააგდო! 2 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრაც მიამატა. 14-დან 8 სამქულიანი მოათავსა კალათში. ტრავმის მერე ფორმაში შევიდა და უკვე პლეიოფებისკენ იყურება.

კავაი ლეონარდის ანგარიშზე 30 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. კავაიმ 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

იყო მეორე მეოთხედში ეპიზოდი, მარკუს მორისმა დრეიმონდ გრინს შემოარტყა სახეში, სათამაში მომენტი იყო, თუმცა, გრინი პარკეტზე გაგორდა და პრეტენზიებით წამოდგა ფეხზე.

მარკუსს თამაში დაატოვებინეს. კლეი ტომპსონი ძალიან კმაყოფილი შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, თოითქოს ამ მომენტით დასრულდა კიდეც თამაში, მაგრამ არა, კლიპერსმა მორსის გარეშეც იმარჯვა – 134:126.

ანგარიშები

  • კლივლენდი – ფილადელფია 109:118
  • მაიამი – მემფისი 138:119
  • ჩიკაგო – საკრამენტო 114:117
  • ჰიუსტონი – ლეიკერსი 114:110
  • მინესოტა – ბოსტონი 102:104