ლეიკერსი მეათე ადგილზე აღზევდა

არ არის დურანტი, არ არის შედეგი. ფინიქსი კარგი გუნდია, მაგრამ დურანტის გარეშე ძლიერ გუნდებთან შედეგს ვერ აღწევს. ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო ახალი ისტორია დურანტსა და ფინიქსს შორის, თუმცა, თავიდანვე ჩანს, რომ კევინის გავლენა ძალიან დიდი იქნება.

ფინიქსი მილუოკთან დამარცხდა – 104:116.

დევინ ბუკერის ანგარიშზე 30 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტია.

კრის პოლმა 11 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.

პირველ ნახევარში აღსანიშნია ტორი კრეიგის ეპიზოდი, სითავხედე, მკრეხელობის რანგშიც კი შეგვიძლია გავიყვანოთ მისი ნახტომი და ბლოკი იანის ანტეტოკუნმპოზე. ოლიმპოს ბინადართ მოკვდავები ასე არ ექცევიან.

ან, თუ ექცევიან პასუხსაც იღებენ ხოლმე. ჰოდა, მეორე ნახევარში დაიძრა იანისი სრიბლინგით და სულ შემთხვევით იდაყვი მოუხვდა ტონი კრეიგის ყბაში. თან ისე უმნიშვნელოდ მოუხვდა, რომ კბილი ჩაუმტვრია.

ასეა საქმე.

იანისმა 35 წუთში 36 ქულა დააგროვა, 11 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი და 1 ჩამტვრეული კბილი.

ორმაგი დუბლი შეასრულა ბრუკ ლოპესმა – 21 ქულა, 10 მოხსნა.

მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

ლეიკერსი vs პელიკანსი

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ნიუ ორლეან პელიკანსი 123: 108 დაამარცხა. კარგი იქნებოდა ლებრონისა და უილიამსონის დაპირისპირება გვენახა, მაგრამ არც ერთი ყოფილა პარკეტზე და არც მეორე.

სამაგიეროდ, იყვნენ ენტონი დევისი და ბრენდონ ინგრამი.

ლეიკერსმა პირველი ნახევარი 75-ით 40 მოიგო. პელიკანსმა ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად წააგო პირველი ნახევარი ასეთი სხვაობით. მანამდე 35, ან მეტი ქულით არასდროს წაუგიათ.

შეხვედრის მიმდინარეობისას მაქიმალური ნიშნული 40 ქულა იყო, თუმცა, პელიკანსმა მოახერხა და სამარცხვინო მარცხს თავი აარიდა. თამაშის მიწურულს სხვაობა 15 ქულამდე დაიყვანეს.

ენტონი დევისმა 35 ქულა, 17 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

ინგრამის ანგარიშზე 22 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია.

ლეიკერსმა ამ გამარჯვებით პელიკანსს გადაასწრო და მეათე ადგილზე აღზევდა. პელიკანსს კი თუ უილიამსონი სწრაფად არ დაუბრუნდა, შესაძლოა, პლეიოფში მოხვედრის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე