სარჩევი
2023 თებ 28, 15:30 შშ
2 წუთის საკითხავი

საინტერესო თამაშები გაიმართა NBA-ში. ლიდერები დამარცხდნენ. ბოსტონიც, ფილადელფიაც და პელიკანსიც, თუმცა, ამ უკანასკნელიც მარცხი აღარავის უკვირს.

სელტიკსით დავიწყოთ. ბოსტონელები ნიუ იორკ ნიქსს შეხვდნენ და 109:94 დამარცხდნენ. ბოსტონმა მხოლოდ ჯეილენ ბრაუნი მოისაკლისა.

ჯეისონ ტეიტუმმა 37 წუთი დაჰყო პარკეტზე, მეტიც მოუწევდა, მაგრამ მსაჯთან კამათის გამო ნაადრევად მოუწია თამაშის დასრულება. მის ანგარიშზე 14 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ტეიტუმმა ცხრიდან მხოლოდ ერთი სამქულიანი გამოიყენა.

ჯულიუს რენდელმა 23 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონმა პირველი ადგილი დათმო, სათავეში უკვე მილუოკ ბაქსია, ნიუ იორკ ნიქსი კი მეხუთე პოზიციას იკავებს.

ფილადელფია vs მაიამი

მაიამიმ 101:99 მოიგო. ბოლო სროლა ჯეიმს ჰარდენს დარჩა, მაგრამ წვერამ ზუსტად ვერ ისროლა. ფილადელფიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო, ორივე დრამატულად, ორივე ბოლო წამებზე.

ჯოელ ამბიდმა და ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულეს. ჯოელის ანგარიშზე 27 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკია.

ჯეიმს ჰარდენმა 20 ქულა, 6 მოხსნა, 12 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მაიამის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ჯიმი ბატლერი. სულ ერთი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ბატლერის ანგარიშზე 23 ქულა, 11 მოხსნა, 9 ასისტი და 4 ჩაჭრაა. რამდენი სროლაც გაუფუჭდა ადებაიოს, იმდენჯერ მოხსნა და ჩააგდო ბატლერმა.

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, მაიამი მეშვიდე საფეხურზეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

პელიკანსი – ორლანდო 93:101

ნიუ ორლეანში ზაიონ უილიამსონის დაბრუნებას მალე ელიან. გოგა ბითაძეს კი ორლანდოს შემადგენლობაში არ უთამაშია.

შარლოტი – დეტროიტი 117:106