NBA – ჯოელ ემბიდის 70 ქულა!

2006 წლის 22 იანვარს კობი ბრაიანტმა 81 ქულა ჩააგდო და ამაზე საუბარი დღემდე არ შეწყვეტილა. მართალია რეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, მაგრამ ის სხვა დრო იყო, ან, შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ ბუნდივანი წარმოდგენა არსებობს როგორი იყო მაშინდელი NBA-ი. კობი სად თამაშობდა, რა გარემოში, რა კონკურენციაში ეს უკვე კარგად ვიცით.

გავიდა 18 წელი და ამ დღის აღსანიშნავად ორი გიჟური პერფორმანსიც ვიხილეთ. ჯოელ ემბიდისა და კარლ-ენტონი თაუნსის შესრულებით. ჯოელს ისედაც გამორჩეული სეზონი აქვს და ამ პერფორმანსით გიგანტური ნაბიჯი გადადგა კიდევ ერთ MVP-ის ჯილდოსკენ.

ფილადელფია vs სან ანტონიო

ჯოელმა რაც იკადრა უკვე ითქვა, ახლა კი დეტალურად მიყვეთ ყველაფერს. პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ მთელი თამაში ვემბანიამა ედგა, როცა ეს უკანასკნელი პარკეტზე იყო. ჯოელმა კი არც შეიმჩნია. ნამდვილად ასე იყო. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. კოსმოსიდან ორი რამ ჩანს გამოკვეთილად – ჩინეთის დიდი კედელი და ვიქტორ ვემბანიამა. ჯოელმა კი არ შეიმჩნია.

პირველი მეოთხედი სან ანტონიომ მოიგო – 35:34.

ჯოელ ემბიდმა 12 წუთში 24 ქულა ჩააგდო. ისედაც თავიდანვე მაგრად დაიწყო, ვემბანიამას გასვლის შემდეგ კი თითქოს ნახევარი ძალით აკეთებდა ყველაფერს. მეორე ნახევარში ექვსი წუთი ისე გავიდა ქულა არ აუღია, მერე კი ისევ შეუდგა საქმეს.

მეორე მეოთხედის ბოლოს ემბიდის ანგარიშზე 34 ქულა და 10 მოხსნა იყო. ორმაგი დუბლი უკვე ჯიბეშია, თან ეს მისი პირველი ნახევრის კარიერის პიკი გამოდგა, რა თქმა უნდა, წინ გაიხედა, ასეთ დროს რატომ უნდა გაჩერდე?!

მესამე მეოთხედში დაიწყო ის, რაც ასეთ დროს იწყება ხოლმე – ქომაგი ემბიდს აჰყვა და ყოველ მის ქმედებაში ეძებდა მომდევნო ქულების შესაძლებლობას. აჰყვა და დაიწყეს ღრიალი – MVP! MVP! ჯოელმაც მაგრად შეუბერა, აკრიფა ქულები, მესამე მეოთხედის ბოლოს სამქულიანიც გაუშვა და თავისი კარიერის პიკზე გავიდა – 59 ქულა. ეს პიკი ემბიდმა 2022 წლის ნოემბერში აიღო იუტასთან. აქ კი ბოლო მეოთხედი იყო დარჩენილი და ნათელი გახდა რომ ჯოელი ახალ პიკზე გავიდოდა.

ვიქტორ, რაც მოხდა მოხდა – ჯოელმა 70 ქულა ჩააგდო. ფილამ 133:123 მოიგო.

გარდა 70 ქულია, ჯოელ ემბიდმა 37 წუთში 18 მოხსნა და 5 ასისტიც დააგროვა. პლუს ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკი. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 24/41.

NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ორ მოთამაშეს აქვს 65 ქულას + 15 მოხსნა და 5 ასისტი, მაიკლ ჯოდრანს და უკვე ჯოელ ემბიდსაც. ამის შესახებ რეპორტიორმა თამაშის შემდეგ აცნობა, მისი რეაქცია კი ასეთი იყო:

“უილტს ეს არასდროს გაუკეთებია? არ მჯერა!”

ჩემბერლენის რეკორდი სიქსერსში 68 ქულა იყო, ჩიკაგოსთან, 1967 წელს. ემბიდმა მისი სიქსერსის ისტორიული რეკორდიც გააუმჯობესა. თუმცა, უილტს ფილადელფია/სან ფრანცისკო უორიორზში აქვს 5 ისეთი შეხვედრა სადაც 70 ან მეტი ქულა აიღო.

1962 წლის რეკორდი – 100 ქულა ნიუ-იორკ ნიქსთან დღემდე ხელშეუხებელია.

მოქმედი მოთამაშეებიდან 70 ქულა აუღია დევინ ბუკერს, ბოსტონ სელტიკსთან 2017 წელს. მოქმედი მოთამაშეებიდან რეკორდი დონოვან მიჩელსა და დემიან ლილარდს ეკუთვნით – 2023 წელს ორივემ 71 ქულა ჩააგდო.

  • საერთო ჯამში, ყველა დროის მაჩვენებლით, ასევე 71 ქულა აუღიათ ელჯინ ბეილორსა და დევიდ რობინსონს.
  • 72 ქულა უილტ ჩემბერლენს.
  • 73 ქულა ორჯერ აიღო ჩემბერლენმა და ერთხელ დევიდ ტომპსონმა.
  • მომდევნო პიკიც ჩემბერლენს ეკუთვნის – 78 ქულა.
  • აქ გამოერია წარმოუდგენელი კობი ბრაიანტი – 81 ქულა.
  • და რეკორდი – ჩემბერლენის 100 ქულა.

თაუნსის 62 ქულა!

ესეც მეორე სიგიჟე, ენტონი თაუნსმა 62 ქულა ჩააგდო. NBA-ის ისტორიაში მეოთხედ მოხდა რომ ერთი და იმავე დღეს, ორ მოთამაშეს ასეთი მაჩვენებელი აეღოს. ბოლოს ეს 1978 წელს მოხდა:

  • დევიდ ტომპსონმა 73 ქულა აიღო, იმავე დღეს კი ჯორჯ გერვინმა 63 ქულა ჩააგდო;
  • 1962 წელს, ჯერი უესტმა 63 ქულა ჩააგდო, იმავე დღეს ჩემბერლენმა 62 ქულის აღება შეძლო;
  • 1961 წლის დეკემბერში ჩემბერლენმა 78 ქულა ჩააგდო, იმავე დღეს ელჯინ ბეილორმა 63 ქულა აიღო;

მინესოტამ როგორღაც მოახერხა და შარლოტთან დამარცხდა – 125:128.

თაუნსი კი შეუჩერებელი იყო – 38 წუთში 62 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. 15-დან 10 სამქულიანი ჩააგდო. FG – 21/35.

პირველ ნახევარში უკვე 44 ქულა ჰქონდა! 9-დან 8 სამქულიანი ზუსტად ისროლა. ბოლო გააფუჭა, თორემ შეეძლო პირველი ნახევარი იდეალურად დაეხურა – 8-დან რვა ზუსტი იყო.

ასეთი დღე იყო NBA-ში.

რეგულარული სეზონი

  • დეტროიტი vs მილუოკი – 113:122
    იანისს სამმაგი დუბლი ჰქონდა – 31 ქულა, 17 მოხსნა და 10 ასისტი;
  • ორლანდო vs კლივლენდი – 99:126
    გოგამ 9 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჩააგდო;
  • ტორონტო vs მემფისი – 100:108
    ჯა მორანტს ისევ არ უთამაშია;
  • დალასი vs ბოსტონი – 110:119
    დონჩიჩის სამაგი დუბლი – 33 ქულა, 18 მოხსნა, 13 ასისტი;
    ტეიტუმმა 39 ქულა ჩააგდო და 11 მოხსნა დააგროვა;
  • ფინიქსი vs ჩიკაგო 115:113
    კევინ დურანტმა 43 ქულა ჩააგდო;
  • საკრამენტო vs ატლანტა – 122:107
დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე