სარჩევი
2023 მარ 08, 16:06 შშ
2 წუთის საკითხავი

სანამ თბილისში მოსახლეობა “რუსული კანონის” მიღებას აპროტესტებდა, მანამდე NBA-ში თამაშები მიმდინარეობდა და საქართველოს წარმომადგენელიც გავიდა პარკეტზე.

გოგა ბითაძემ ორლანდოში ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. გოგამ ოცი წუთი მიიღო მილუოკის პირისპირ. 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 8-დან 5 ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. ამ ხუთიდან სამი ფარშივე ჩააბრუნა, 12 – დან 6 ქულა ასე დააგროვა. გოგამ 1 სამქულიანი არაზუსტად ისროლა.

როგორც მოსალოდნელი იყო ორლანდო 123:134 დამარცხდა. სენსაცია ვერ ვიხილეთ.

არ უთამაშიათ მთავარ ლიდერებს, იანის ანტეტოკუნმპოსა და ჯრუ ჰოლიდეის. თუმცა, პარკეტზე იყვნენ ბრუკ ლოპესი და კრის მიდლტონი. ეს მოცემულობა მილუოკისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მიდლტონმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 24 ქულა, 11 ასისტი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა. კრისმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

https://youtu.be/_2VyrRNcO2w?t=16

დალასი vs იუტა

როგორც იქნა, კაირიმ და ლუკამ ერთობლივი თამაშის შედეგად მატჩი მოიგეს. ამ მხრივ მათი სტატისტიკა ისევ უარყოფითია, თუმცა, დასაწყისისთვის ეს მოსალოდნელიც კი იყო.

დალასმა 120:116 მოიგო. იყო ერთი უსიამოვნო მომენტი, როცა ჰარდევეიმ ტრავმა მიიღო, თუმცა, ოარკეტზე მაინც დაბრუნდა, არც თუ ისე მძიმე დაზიანება აღმოჩნდა.

კაირი ირვინგმა 33 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ლუკას ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

დალასმა სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა და მეხუთე ადგილზეა. იუტა მეცამეტეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • დეტროიტი – ვაშინგტონი 117:119
  • მინესოტა – ფილადელფია 94:117
  • ნიუ იორკ ნიქსი – შარლოტი 105:112
  • ჰიუსტონი – ბრუკლინი 96:118
  • ოკლაჰომა – გოლდენ სტეიტი 137:128
  • ლეიკერსი – მემფისი 112:103