სარჩევი
2023 ივნ 05, 09:50 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

მაიამი ჰიტმა დენვერში თამაში მოიპარა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. თანაბარი თამაში გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით:

  • პირველი მეოთხედი მაიამიმ მოიგო – 26:23;
  • მეორე და მესამე მეოთხედი დენვერის სასარგებლოდ დასრულდა – 34:25, 26:24;
  • ბოლო მეოთხედში კი მაიამიმ იმარჯვა და გამარჯვებაც მოიპოვა – 36:25;

საბოლოო ანგარიში 111:108 დაფიქსირდა. ბოლო სროლა ჯამალ მარის დარჩა, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად.

იოკიჩი სამმაგის გარეშე

ორმაგი დუბლი შეასრულეს დენვერის ლიდერებმა. იოკიჩისგან სამმაგს ვართ მიჩვეული, ახლა არ გამოვიდა, თუმცა, 41 ქულა ჩააგდო. ჯოკერი ისევ საუკეთესოა, შესაძლოა, საუკეთესო თამაში ვერ აჩვენოს, მაგრამ სტატისტიკა ყოველთვის კარგი აქვს.

41 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 16/28 ზე.

ჯამალ მარის ანგარიშზე 18 ქულა, 4 მოხსნა, 10 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება მაიამის მოთამაშეებს:

ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და 9 ასისტია. ერთი ასისტი დააკლდა ორმაგ დუბლამდე, თუმცა, ჯიმის საერთოდ არ ადარდებს ეს ერთი ქულა, მისთვის მთავარია, რომ ანგარიში გათანაბრდა.

5-დან 2 სამქულიანი ისროლა ზუსტად.

ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ბემ ადებაიოს – 21 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ბლოკი. თითქმის ისეთივე სტატისტიკა აჩვენა, როგორც ჯიმი ბატლერმა.

ყველაზე მეტი ქულა კი გეიბ ვინსნეტის ანგარიშზეა – 23 ქულა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა. გეიბმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. სწორედ ეს სამქულიანები გახდა ანგარიშის გათანაბრების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

შემდეგი შეხვედრა 8 ივნისს შედგება.