სუპერ ფინალის პირველი მატჩი დენვერ ნაგეთსის გამარჯვებით დასრულდა. დენვერმა საწყისი სამი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო, ბოლო მეოთხედში კი თავს მოდუნების უფლებაც მისცა.
პირველი შეხვედრა ნიკოლა იოკიჩმა წაიღო. როგორც მოსალოდნელი იყო. არც სამმაგი დუბლის ტრადიცია შეუწყვიტავს. ჯიმი ბატლერი კი ვერაფრით გამოირჩა, ეს ნამდვილად არ ყოფილა ჯიმის საუკეთესო თამაში, ახლოსაც კი არ იყო ასეთ შეფასებასთან.
იოკიჩის სამმაგი
ნიკოლა იოკიჩი ჯეისონ კიდის შემდეგ გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც სადებიუტო სუპერფინალების Game 1-ში სამმაგი დუბლი შეასრულა. საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ეს უკანასკნელი სამმაგი დუბლი არ იქნება.
Jokić is in good company ? pic.twitter.com/SLvGGairZ5
— Bleacher Report (@BleacherReport) June 2, 2023
იოკიჩი გახდა პირველი მოთამაშე 1997 წლის შემდეგ, რომელსაც სადებიუტო სუპერფინალების Game 1-ში პირველ მეოთხედში 10 ასისტი დაუგროვდა.
Nikola Jokic is the only player in the last 25 seasons to have 10 assists in one half in their Finals debut ?
— NBA (@NBA) June 2, 2023
3Q of Game 1 up next on ABC! pic.twitter.com/mcAtckEBUJ
უნდა ითქვას რომ ბემ ადებაიოსაც ნორმალური მატჩი ჰქონდა. თუმცა, მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ იოკიჩმა იმდენის საშუალება მისცა, რამდენიც თავად აწყობდა. სანამ დენვერი დისტანციაზე იყო, საშიში არც არაფერი ყოფილა.
დენვერმა კარგი, გუნდური კალათბურთი გვაჩვენა, გარდა იოკიჩისა ჯამალ მარისა და აარონ გორდონსაც ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდათ. ორმაგი დუბლი შეასრულა პორტერ ჯუნიორმა (14 ქ/13 მ/1 ა), ორმაგი დუბლი იყო ჯამალ მარის ანგარიშზეც (26 ქ/6 მ/10 ა).
The Joker sinks the triple to beat the shot clock ☔️ pic.twitter.com/1BK9cAdMI4
— NBA TV (@NBATV) June 2, 2023
ჯიმი ბატლერი კი 13 ქულას დასჯერდა. 7 მოხსნა და 7 ასისტიც მიამატა. ბატლერისგან მომდევნო შეხვედრაში სულ სხვა თამაშია მოსალოდნელი. ჯერ დასაწყისია, ჯერ თითქოს სძინავს.
ადებაიოს ორმაგი დუბლი
ბემ ადებაიოს ანგარიშზე 26 ქულა, 13 მოხსნა და 5 ასისტია.
ნიკოლა იოკიჩმა კი 27 ქულა, 10 მოხსნა, 14 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/12 ზე.
დენვერმა 104:93 იმარჯვა.
მომდევნო შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება.
პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე
სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.
1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.