NBA-ის ფინალური კვირა

ჯერ კიდევ დარჩნენ Play In-ის მოწინააღმდეგეები? რეგულარული სეზონის ბოლო კვირას ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ საპლეიოფო ზონაში (საუკეთესო ექვსეული) და Play In-ის ზონაში (7-დან 10-მდე) ბევრი რამ დარჩა გასარკვევი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველი საღამო გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში NBA-ის საბჭომ Play In-ის ფორმატი დაამტკიცა, რაც გულისხმობს შემდეგს – გუნდები, რომლებიც მეშვიდედან მე-10 საფეხურს იკავებენ თავიანთ კონფერენციაში, მინი ტურნირს გამართავენ, რათა მათ შორის გამარჯვებულმა პლეიოფში გადაინაცვლოს.

Play In ფორმატი

მე-7 ადგილოსანი შეხვდება მე-8 ადგილოსანს. მათ შორის გამარჯვებული ავტომატურად ჩაერთვება პლეიოფში მე-7 ნომრად და შესაბამისად კონფერენციის მეორე ადგილოსანს შეხვდება.

მათ შორის დამარცხებული კიდევ ერთ შანსს მიიღებს.

მეცხრე ადგილოსანი მე-10 ადგილოსანს შეხვდება. დამარცხებული სეზონს ასრულებს, გამარჯვებული კი მე-7 ადგილოსანსა და მე-8 ადგილოსანს შორის დამარცხებულთან გაარკვევს გამსვლელის ვინაობას.

მათ შორის გამარჯვებული პლეიოფში ჩაერთვება მე-8 გუნდად და შეხვდება კონფერენციის პირველ ადგილოსანს.

ასე რომ, რეგულარულ სეზონში ერთი საფეხურით მაღლა დაკავებული ადგილი ყველაფერს ცვლის.

ქაოსი დასავლეთ კონფერენციაში

დასავლეთ კონფერენციაში დიდი სიმჭიდროვეა და ტოპ კლუბებს, ტოპ ვარსკვლავებით საფრთხეც კი ემუქრებათ დიდი თამაშის მიღმა დარჩნენ.

მეხუთედან მერვე საფეხურამდე, ყველა გუნდს 38 მარცხი აქვს:

  • 5. კლიპერსი – 41/38
  • 6. უორიორზი – 41/38
  • 7. ლეიკერსი – 40/38
  • 8. პელიკანსი – 40/38 (პელიკანსს და ლეიკერსს თამაშით ნაკლები აქვთ)

პელიკანსმა და ლეიკერსმა ბოლოს მოუმატეს. ლეიკერსმა ბოლო 7 თამაშიდან ექვსი მოიგო, პელიკანსმა ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო. უკან მოიტოვეს მინესოტა და ოკლაჰომა, გარდა ამისა, კარგი შანსი აქვთ, რომ კლიპერსსა და უორიორზსს გაუწიონ პლეიოფის საგზურისთვის კონკურენცია.

ლეიკერსს ოთხი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი:

  • 5 აპრილს – იუტასთან
  • 6 აპრილს – კლიპერსთან (არ გამოტოვოთ!)
  • 8 აპრილს – ფინიქსთან
  • 9 აპრილს – იუტასთან

პელიკანსის კალენდარი:

  • 5 აპრილს – საკრამენტოსთან
  • 6 აპრილს – მემფისთან
  • 8 აპრილს – ნიქსთან
  • 9 აპრილს – მინესოტასთან

რა ხდება აღმოსავლეთ კონფერენციაში

ყველაფერი ნათელია, პირველი ხუთი ადგილი ცნობილია. ხუთიდან პირველი სამი სუპერ გუნდია. შეიძლებოდა ყოფილიყო მეოთხეც, მაგრამ ბრუკლინი დაიშალა.

სწორედ ეს ბრუკლინია მეექვსე საფეხურზე, რომელსაც ჯერ არ აქვს პლეიოფი გარანტირებული, მაგრამ ბოლო სამი თამაშის მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგეს. მოლოდინი იყო რომ დიდი ხნის წინ აღმოჩნდებოდნენ მეექვსე ადგილს მიღმა, მაგრამ მაინც შეძლეს და ჯერჯერობით მთავარ ზონაში არიან.

ფლეი ინის ოთხი გუნდიც თითქმის ჩაკეტილია – მაიამი, ატლანტა, ტორონტო, ჩიკაგო. საეჭვოა, რომ რომელიმე ან ზევით ავიდეს, ან, დაქვეითდეს.

ყველაზე მეტი ქულა

ჯოელ ემბიდი ზედიზედ მეორედ ეცდება სეზონის საუკეთესო მექულის ტიტული მოიპოვოს. კონკურენტი ლუკა დონჩიჩია, რომელსაც სასწაული სჭირდება, რომ დალასი მეათე ადგილზე მაინც გაიყვანოს.

ბოლო სამ თამაშში, საშუალო მაჩვენებელი ლუკას უკეთესი აქვს:

  • 24 ქულა, 42 ქულა, 22 ქულა – საშუალოდ 29.3 ქულა;

ემბიდი ბოლო სამ შეხვედრაში:

  • 25 ქულა, 25 ქულა, 28 ქულა – საშუალოდ 26.0 ქულა;

ასე რომ, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ლუკას შეუძლია ემბიდს გადაასწროს, რადგან, დარჩენილ სამ თამაშში, დალასმა აუცილებლად უნდა მოიგოს. ოკლაჰომას ერთი მოგებით მეტი აქვს, მათი გადასწრება შესაძლებელია, თუმცა, დალასი საშინელ დღეშია, ბოლო 8 მატჩიდან 7 წააგეს.

ტოპ 10 შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოტოვო

არ უნდა გამოტოვოთ, არაფრის დიდებით!

  • 5 აპრილი, ფილადელფია vs ბოსტონი – თბილისის დროით 04:00
  • 5 აპრილი, ჩიკაგო vs ატლანტა – თბილისის დროით 04:00
  • 5 აპრილი, საკრამენტო vs პელიკანსი – თბილისის დროით 04:00

რადგან სათამაშო დრო ემთხვევა, უპირატესობას ბოსტონი ფილადელფიას მივანიჭებდი.

  • 5 აპრილი, გოლდენ სტეიტი vs ოკლაჰომა – თბილისის დროით 06:00
  • 6 აპრილი, მილუოკი vs ჩიკაგო – თბილისის დროით 03:30
  • 6 აპრილი, კლიპერსი vs ლეიკერსი – თბილისის დროით 06:00
  • 7 აპრილი, ფინიქსი vs დენვერი – თბილისის დროით 06:00
  • 8 აპრილი, მილუოკი vs მემფისი- თბილისის დროით 04:00
  • 8 აპრილი, საკრამენტო vs გოლდენ სტეიტი – თბილისის დროით 06:00
  • 8 აპრილი, ლეიკერსი vs ფინიქსი – თბილისის დროით 06:30

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე