სარჩევი
2023 აპრ 02, 18:38 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA-ში ორი შეხვედრა გაიმართა, დალასი მაიამის შეხვდა, პელიკანსი ლოს ანჯელეს კლიპერსს. რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტად რეალური ხდება დალასის პლეიოფს მიღმა დარჩენა.

დალასი vs მაიამი

არ ვიცი, შესაძლოა დალასის ხელმძღვანელები უკვე თავში ხელებს ირტყამენ კაირი ირვინგის მოყვანის გამო. მას მერე ყველაფერი აირია. კაირი მშვიდად არის, დისციპლინარული დარღვევები არ აქვს და ბევრს მუშაობს, მაგრამ ამჯერად ზუსტად პარკეტზე აირია ყველაფერი.

დალასს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა, ყველა შეტევა ლუკა დონჩიჩისგან მიდიოდა და თავად ლუკაც ძალიან კარგად გრძნობდა თავს ამ როლში, დალასის დაცვა კი ყოველთვის სუსტი იყო.

ეს სისუსტე ძალაშია, ლიდერის ფუნქციები კი კაირიმ გადაინაწილა რაც ვერ გამოდგა გუნდისთვის სასარგებლო. ამას დრო სჭირდება, ეს დრო კი დალასს არ აქვს.

ამჯერად მაიამისთან დამარცხდნენ – 129:122.

ჯიმი ბატლერმა დალასი არ დაინდო. ორმაგი დუბლი შეასრულა და ჩატოვა დალასი მე-11 პოზიციაზე.

ჯიმის ანგარიშზე 35 ქულა, 12 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

დონჩიჩის ანგარიშზე 42 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა, თუმცა, მაინც დამარცხდა.

კაირის ანგარიშზე 23 ქულა, 3 მოხსნა და 8 ასისტია. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ძალიან კარგი იყო ჰარდევეიც – 31 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი. 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ლიდერებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ დალასი ჯერ ვერ ტოვებს ერთიანი გუნდის შთაბეჭდილებას. დაცვა კი საშინლად თამაშობს.

მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, დალასი კი დასავლეთში მე-11 ზე.

პელიკანსი vs კლიპერსი

სანამ ინგრამი გუნდს პლეიოფებისკენ მიათრევს, მანამდე ყველა იმაზე მსჯელობს როგორ ფორმაში დაბრუნდება ზაიონ უილიამსონი. პელიკანსს შორს შეუძლია წასვლა, თუ ზაიონი გაორმაგებული წონით არ დაბრუნდება.

პელიკანსმა 122:114 მოიგო.

ბრენდონ ინგრამს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა, ვალანჩუნასმა კი მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა.

ინგრამის ანგარიშზე 36 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტია. ინგრამს სამქულიანი არ უსვრია.

ვალანჩუნასმა 23 ქულა, 12 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

კლიპერსს არ ჰყავდა პოლ ჯორჯი, სამაგიეროდ, კავაი დაბრუნდა და სუპერ მატჩი ჩაატარა. ისევ კარგი იყო რას უესტბრუკი.

კავაის ანგარიშზე 40 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკია. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

უესტბრუკმა 24 ქულა, 3 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

კლიპერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, პელიკანსი მეშვიდე საფეხურს იკავებს.