NBA-ში მორიგი თამაშები გაიმართა. წინა დღის მსგავსად ამჯერადაც განსაკუთრებული მატჩი ვიხილეთ ლოს ანჯელესური დერბის სახით. მოლოდინი გამართლდა, ლეიკერსისა და კლიპერსის თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
Battle of Los Angeles
ყოველთვის კარგია ლეიკერსის ყურება, როცა ლებრონი და დევისი ჯანმრთელები არიან. პარკეტზე იყო დანჯელო რასელიც. კლიპერსის მხრიდანაც შეივსო სამეული – ჯორჯი, კავაი და უესტბრუკი ჯანზე არიან.
პირველი მეოთხედი კლიპერსის იყო, ყველაზე კარგ მონაკვეთში უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. კავაის სროლა წაუვიდა და ასეთ დროს მისი შეჩერება ძალიან რთულია. საბოლოო ჯამში, შეხვედრა ხუთი სამქულიანით დაასრულა.
მეორე ნახევარში კლიპერსმა უპირატესობა შეინარჩუნა, მაგრამ ლეიკერსმა თამაში აშკარად გამოასწორა. უმეტესად კლიპერსიდან რასი აქტიურობდა, ლეიკერსიდან ლებრონ ჯეიმსი. იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც კლასიკური, უფრო სწორად, უკვე კლასიკად ქცეული ლებრონი ვიხილეთ.
LeBron lost his shoe, put it back on, then ran the floor to throw it DOWN.
— NBA (@NBA) November 2, 2023
All in the same play 🔨👟
📺: Lakers-Clippers | Live on ESPN pic.twitter.com/E4xQU4wuFm
მესამე მეოთხედის მთავარი ჰაილაითი ლებრონის დაფარებაა რას უესტბრუკზე. საერთოდ, ლებრონის ფიზიკური ფორმა გაოცებას იწვევს, გასაგებია, რომ რეგულარული სულ ახლახანს დაიწყო, დასვენება და ძალების აღდგენა მოასწრო, ახალ სეზონს იმედიანად და დიდი ენერგიით ხვდება, მაგრამ ამ კაცს ასაკი ისევ არ ეტყობა, ის ასაკი, რომელიც პასპორტში უწერია. ვნახოთ სადამდე გაჰყვება ენერგია, და რამდენად შეინარჩუნებს ჯანმრთელობას.
LEBRON JAMES WITH THE BLOCK ON RUSSELL WESTBROOK🔥 pic.twitter.com/G5xCD4cE0F
— Ahn Fire Digital (@AhnFireDigital) November 2, 2023
მესამე მეოთხედში ანგარიში გათანაბრდა, უმეტესად ლებრონის დამსახურებით, თუმცა, ლეიკერსმა ძალიან კარგი გუნდური თამაში აჩვენა. რივზი რომ რივზია, იმანაც კი ალენ აივერსონის მოძრაობა გვაჩვენა და მეტოქეს კინაღამ კისერი მოსტეხა. არადა, სწორედ ლეიკერსის წინააღმდეგ შეასრულა ალენმა ე.წ ქროსოვერი, თავის საუკეთესო სეზონში.
Austin Reaves with the AI crossover
— NBAĆentel (@TheNBACentel) November 2, 2023
👀🔥 pic.twitter.com/ichTOQF9bB
მეოთხე მეოთხედიც თანაბრად წარიმართა, კლიპერსს თამაშის ბოლოს ჩამორჩენა ჰქონდა, მაგრამ პოლ ჯორჯის მასტერკლასის წყალობით შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს. ბოლო სროლა რასელმა დაიტოვა, მაგრამ ბურთი ფარმა აიხლიტა. ასე გადავედით ოვერტაიმში, სადაც რივზის განსაკუთღებული თამაშით და ლებრონის სწორად, რაციონალურად გადანაწილებული ენერგიით, ლეიკერსმა შეძლო და თამაში 130:125 მოიგო.
- პოლ ჯორჯის ანგარიშზე 37 წუთში 35 ქულაა. 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი ასისტი დააგროვა. FG – 11/16.
- კავაი ლეონარდმა 41 წუთში 38 ქულა ჩააგდო. 6 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. FG – 15/28.
- უესტბრუკმა 44 წუთში 24 ქულას მოუყარა თავი, პლუს 11 მოხსნა, 8 ასისტი და 4 ჩაჭრა. 6-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. FG – 9/21.
- ლებრონმა 42 წუთი გაატარა პარკეტზე და 35 ქულა დააგროვა. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. 12 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია მის ანგარიშზე. FG – 13/19.
- ენტონი დევისმა 48 წუთში 27 ქულა აიღო. 10 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 4 ბლოკი. FG – 10/18.
- დანჯელო რასელმა 36 წუთში 27 ქულა აიღო, ორი მოხსნა და 6 ასისტია მის ანგარიშზე. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/19.
დღის სხვა შეხვედრები
- დეტროიტი vs პორტლენდი – 101:110
- ტორონტო vs მილუოკი – 130:111
- ატლანტა vs ვაშინგტონი – 130:121
- ბოსტონი vs ინდიანა – 155:104
- მაიამი vs ბრუკლინი – 105:109
- ნიუ-იორკ ნიქსი vs კლივლენდი – 89:95
- ოკლაჰომა vs პელიკანსი 106:110
- ჰიუსტონი vs შარლოტი – 128:119
- მინესოტა vs დენვერი – 110:89
- დალასი vs ჩიკაგო – 114:105
- იუტა vs მემფისი – 133:109
- გოლდენ სტეიტი vs საკრამენტო – 102:101