სარჩევი
2023 მარ 17, 12:22 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ითამაშეს კონფერენციის ლიდერებმა და განსხვავებული შედეგი აჩვენეს, – დენვერმა მოიგო, მილუოკი დამარცხდა.

დეტროიტი vs დენვერი

სულ რაღაც ერთი ასისტი დააკლდა ნიკოლა იოკიჩს სამმაგ დუბლამდე. რეგულარული სეზონი დასკვნით ეტაპს უახლოვდება, უკვე დებატებიც კი დაიწყო ვის უნდა ერგოს MVP, იოკიჩს თუ ემბიდს? რა თქმა უნდა, ორივე ბოლომდე იბრძოლებს ჯილდოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ იოკიჩს ორჯერ ზედიზედ აქვს აღებული, არც მესამეზე იტყვის უარს.

დენვერმა 119:100 მოიგო.

ჯოკერმა 34 წუთში 30 ქულა აიღო, 10 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. იოკიჩმა მხოლოდ ერთი სამქულიანი ისროლა, არაზუსტად.

დენვერი დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს.

მილუოკი vs ინდიანა

მილუოკ ბაქსი ინდიანასთან 123:139 დამარცხდა.

დანაკლისი? არც ისე დიდი. იანისი პარკეტზე იყო, ბრუკ ლოპესს კი არ უთამაშია. საგანგაშო არაფერია, არც ლოპესთან და არც მილუოკთან მიმართებით.

გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი. მილუოკს თითქოს მშვიდად მიჰყავდა მატჩი გამარჯვებამდე, მაგრამ მესამე მეოთხედში სადავეები ხელიდან გაექცათ. სადავე გარბის მაშინ, როცა იანისი პარკეტზე არ არის.

მხოლოდ 27 წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე 25 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 19 ქულა, 7 მოხსნა, 11 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. ჯრუმ ოთხი სამქულიანიდან ორი ჩააგდო.

მილუოკის ბალანსი 50-20 ზეა და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

ანგარიშები

ფინიქსმა ოვერტაიმში 116:113 დაამარცხა ორლანდო. გოგა ბითაძემ 8 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. გოგამ ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა.

  • ბრუკლინი – საკრამენტო 96:101
  • ტორონტო – ოკლაჰომა 128:111