სარჩევი

ბოსტონმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ჯოელ ემბიდი ამჯერად პარკეტზე იყო, უკვე MVP-ის რანგში, თუმცა, ფილადელფია მაინც განადგურდა.

ბოსტონმა ოთხივე მეოთხედი გამარჯვებით დაასრულა – 28:22, 29:27, 35:16, 29:22.

ემბიდი ჯერ ფორმაში არ არის, სერია ფილადელფიაში გადაინაცვლებს და უკეთეს ემბიდს დაველოდებით. ვალდებულიც კია რომ უკეთესად ითამაშოს, MVP-ის სტატუსი უნდა გაამართლოს.

თუმცა, შეტევაში უფერული თამაშის მიუხედავად, დაცვაში ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, ძალიან ეფექტური გამოდგა ჯეილენ ბრაუნზე დაფარება, ბრაუნი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ემბიდმა კი ჰაერში გაყინა.

ბოსტონი პერიმეტრზე

შეიძლება ითქვას, რომ ფილადელფია დაბომბეს. როცა ცენტრში ემბიდი ჰყავთ რაღაც სხვა უნდა მოიფიქრო და რთულად მოსაფიქრებელი არაფერი ყოფილა, თანამედროვე NBA-ში სამიანები ისედაც მთავარი იარაღია, ბოსტონს კი ჰყავს ხალხი, რომელიც ამ იარაღს ძალიან კარგად იყენებს.

გარდა ძირითადი ხუთეულისა, შეცვლაზე შემოსულებმაც მაგრად ისროლეს, განსაკუთრებით ბროგდონმა. (23 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ბლოკი). 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ბოსტონმა 121:87 მოიგო. ფილადელფიაში სილ სხვა თამაშს დაველოდებით.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი. 6-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.

ემბიდის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა და 5 ბლოკია.

ემბიდისა და ბრაუნის კომენტარი

“ფილადელფიაში მივდივართ და ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, თუმცა, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ გვსურს ამ გამოწვევის მიღება, აქ სწორედ ამისთვის ვართ, არ შეიძლება ამ გამოწვევას გაექცე. ეს უნდა მივიღოთ და საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ“, – თქვა ჯეილენ ბრაუნმა.

მათ ბევრი სამიანი გამოიყენეს და ჩვენი ყველა შეცდომით ისარგებლეს. უფრო შემართებით ითამაშეს, ჩვენ კი ვერ ვაჩვენეთ ის კალათბურთი რისი ჩვენებაც გვსურდა, საკმარისად მზად არ აღმოვჩნდით, თუმცა, ამას გამოვასწორებთ, აუცილებლად გამოვასწორებთ“, – თქვა ნამატჩევს ჯოელ ემბიდმა.

შემდეგი შეხვედრა 6 მაისს გაიმართება, თბილისის დროით 03:30 ზე.