NBA – ბითაძის ორლანდო ისევ იგებს

NBA-ის მორიგი დღის თამაშები გაიმართა და ალბათ თქვენც დანარჩენებივით ელით ხოლმე გოგა ბითაძის ორლანდოს თამაშს. ჯერ ერთი იმიტომ რომ გოგა სტაბილურად თამაშობს, მეორე მიზეზი კი ორლანდოს ძალიან კარგი შედეგია, ბოლო შვიდი შეხვედრა მოიგეს, მათ შორის, ბოსტონ სელტიკსთან და ენვერ ნაგეთსთან.

მოლოდინი გაიზარდა და იმედი არ გვიცრუვდება.

დემიენ ლილარდი თავის ყოფილ ორგანიზაცია დაუხვდა. ზღვარი უნდა გადაელახა დეიმს, ყოველგვარი აღელვების გარეშე. დიდი პროფესიონალია და მარტივად გადააბიჯა.

დენვერმა კი სან ანტონიოს უმასპინძლა და გასაგებია რა ინტრიგა სდევდა ამ შეხვედრას.

მილუოკი vs პორტლენდი

პირველი ნახევარი პორტლენდმა მოიგო ხუთი ქულით, ცოტა ქაოტური მეოთხედი გამოდგა, ამდენი დაკარგვა დიდი ხანია არ მინახავს. ჩაჭრაზე კარგად თამაშობდნენ გუნდები, მაგრამ მეტწილად მარტივი შეცდომების გამო იკარგებოდა ბურთი. ამის გამო სწრაფი და სახალისო მეოთხედი გამოდგა, თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ხარისხი მაღალი იყო.

მეორე ნახევარში პორტლენდის უპირატესობა ცხრამეტ ქულამდეც კი გაიზარდა, ბოლოსკენ თექსვმეტამდე შემცირდა, რაც ასევე კარგი გაქცევაა. ბაქსის გუნდურობის ხარისხი კი დაბალია, არადა, ეს გუნდი პირველ რიგში სწორედ ამით გამოირჩევა.

ტრადიციულად აგრესიული იყო იანისი, გვაჩუქა ლამაზი ეპიზოდები პირველ ნახევარში, როგორც მეტოქის, ისე საკუთარ ფართან.

მესამე მეოთხედში ცამეტ ქულამდე შემცირდა სხვაობა და გადამწყვეტ მეოთხედში შევედით, სადაც ყველაფერს კლასი წყვეტს. ამის გარდა, იანისს აგრესიულ თამაშში ვერავინ დაუდგება, ამ ამბავში თუ აჰყევი ისევ საკუთარ თავს დააზარალებ.

პორტლენდი ჯერ პორტისის სამიანით დაიბომბა, მერე კი დემიენ ლილარდმა მატჩის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე ანგარიში გაათანაბრა – 97:97.

წუთნახევრით ადრე ბიზლის სამიანით მილუოკი წინ გავიდა – 102:99. პირველი მეოთხედის დასაწყისიდან მოყოლებული პირველად დაწინაურდნენ.

18 წამით ადრე, როცა ანგარიში ისევ თანაბარი იყო – 102:102 – იანის ანტეტოკუნმპომ ბრძოლაში შეძლო და ბურთს ხელი წაარტყა, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ გუნდი ორი ქულით წინ გაეყვანა.

14 წამით ადრე ბროგდონი შერბის სამწამიანში, იწევა ჰაერში და იანისი ბლოკავს, მაგრამ სასტვენი ისმის და მსაჯი საჯარიმოსკენ გვანიშნებს, თუმცა, ბაქსი ჩელენჯს იღებს და თამაშს იგებს. იანისმა სუფთად ითამაშა, კიდევ ერთი ბლოკი მიიწერა და ინტრიგა მოკლა.

საბოლოოდ, მილუოკიმ 108:102 მოიგო.

  • იანისის ანგარიშზე 39 წუთში 33 ქულა, 16 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკია. FG – 11/21.
  • ლილარდის ანგარიშზე 37 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 12-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/21.

ორლანდო vs შარლოტი

ორლანდო ისევ იგებს, ისევ მარტივად, ისევ ლამაზად, ისევ გუნდურად. სტარტიც ასეთი უნდა. გოგა ისევ სასტარტოში იწყებს და მშვენიერი სტატისტიკა აქვს.

პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგი გამოვიდა, 12 წუთში უკვე ათი ქულა ჰქონდა, თამაშის ბოლომდე მხოლოდ ერთი წაამატა. საბოლოო ჯამში კარგი მატჩი გამოუვიდა. ერთადერთ რაც მისგან დაგვაკლდა ბლოკები იყო, ასეთი უნარების მქონე მოთამაშეს ყველა შეხვედრაში შეუძლია ბლოკების დაგროვება.

ისევ აღსანიშნავია რომ ბლოკის ჩაყენებაში და ბოლო პასში ძალიან მომატებული აქვს, პაუზა ყოველთვის კარგი ჰქონდა, ახლა კი ტაქტიკურადაც მოუმატა და ერთიან დინამიკაში მოქმედებს.

  • გოგამ 20 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. FG – 5/7 ზე.

ორლანდომ 130:117 მოიგო.

დენვერი vs სან ანტონიო

ამაზე მაგარი რა უნდა გვენახა?! NBA-ის მომავალი სახე ამჟამინდელი MVP-ის წინაშე წარსდგა და სხვების მსგავსად მანაც ვერაფერი გააწყო, მაგრამ გამოცდილება შეიძინა.

ვემბიმ 25 წუთი მიიღო და ამ დროში კარგი სტატისტიკა დადო, ვინ თუ არა პოპოვიჩმა იცის როდის რამდენი წუთი უნდა მისცეს. ეტაპობრივად ზრდის მოთამაშესაც და გუნდსაც.

ნაგეთსმა 132:120 მოიგო.

  • ვემბიმ 25 წუთში 22 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 6 ჩაჭრა და 4 ბლოკი დააგროვა. ასე მაგრად ითამაშა დაცვაში, ორმაგი დუბლიც შეასრულა და ხუთიდან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/17 ზე.
  • იოკიჩი 34 წუთში ვერ ჩაეტია, ზედმეტად დიდია დროის ამ მონაკვეთისთვის. ჯოკერმა 39 ქულა ჩააგდო, პლუს 11 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრა. მხოლოდ ერთი პასი დააკლდა მორიგ სამმაგ დუბლამდე. FG – 17/29.
  • მამუკელაშვილმა 7 წუთი მიიღო – 2 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ბოსტონი vs ატლანტა – 113:103
  • მემფისი vs მინესოტა – 97:119
  • ნიქსი vs ფინიქსი – 113:116
  • ბრუკლინი vs ჩიკაგო – 118:109
  • კლივლენდი vs ტორონტო – 105:102
დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე