NBA-ის თასი – ბითაძის 14 ქულა

NBA-ის თასი განახლდა. ნიუ-ორლეან პელიკანსმა დალას მავერიქსის დამარცხება შეძლო. გუნდებმა მცირე ხნით ადრე რეაგულარულ სეზონშიც ითამაშეს, სადაც გამარჯვება დალასს დარჩა.

თასის ეგიდით ჩატარებული თამაშების გაფორმება ისევ მეუცნაურება, ისეთი გარემოა ამხანაგური შეხვედრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს მოთამაშეებზეც აისახება და რიგ შემთხვევებში ისე თამაშის საშუალებას აძლევენ საკუთარ თავს, როგორც რეგულარულ სეზონში არ ითამაშებდნენ.

რაღაც მხრივ All Star-ის მატჩებსაც ემსგავსება ეს ყველაფერი. იმდენად ახალია საკალათბურთო ასოციაციისთვის რომ ჯერ იმაშიც ვერ გარკვეულან ძალები გადაანაწილონ ორ ტურნირზე თუ არა.

მავერიქსი vs პელიკანსი

პირველი მეოთხედის მთავარი ჰაილაითი ზაიონ უილიამსონის გაელვება და ნაჯის ბაზერბითერი იყო. ლუკა დონჩიჩს თავის სტილში გადააქვს ბურთი მეტოქის ნახევარზე და შეტევას ამზადებს, ამ დროს ზაიონი ისე წამოეპარა რომ ვერაფერი შეამჩნია, არადა, დამეთანხმებით რომ ზაიონის შემჩნევა რთული არ არის, თუმცა, ეს მძიმეწონოსანი კაცი მეტად სწრაფი და მოქნილია, ლუკას ბურთი წაგლიჟა, მძიმე ნაბიჯებით გაიქცა და ჩატენა.

პირველი მეოთხედის ბოლოს კი ნაჯი მარშალის ბაზერბითერი ვნახეთ, თავისი ნახევრიდან, ასეთი სროლის მერე ფსიქოლოგიური უპირატესობაც პელიკანსის მხარეს გადავიდა. ანგარიში 33:24 წაიყვანეს.

ამის მერე დალასი სულ მდევრის როლში იყო, პელიკანსისგან კი ვნახეთ ის თამაში, რომელსაც დიდხანს ველოდით. ახლა ისევ ეჭვის თვალით უნდა ვუყუროთ, სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, სადამდე იქნებიან ჯანმრთელად ზაიონი და ინგრამი. კიდევ რამდენჯერ და რა სიხშირით ვნახავთ იმას, რაც მესამე მეოთხედში ვიხილეთ – ინგრამის აგდებული პასი და ზაიონის ჩატენვა.

მათთვის ძალიან ადვილია.

ზაიონს გაეხსნა. ისეთი პასიც დაიჭირა ჰაერში, რომელიც წესით მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აფრინდა და ისეთი ძალით ჩატენა კალათში რომ დიდი შაკილ ონილი გამახსენდა.

მეოთხე მეოთხედში ლიდერებმა უმეტესად დაისვენეს. პელიკანსმა 131:110 მოიგო.

  • ზაიონ უილიამსონმა 27 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. FG – 8/15.
  • ბრენდონ ინგრამის ანგარიშზე 36 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/20.
  • ლუკა დონჩიჩმა 26 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/16.
  • კაირი ირვინგმაც 26 წუთი დაჰყო პარკეტზე, 17 ქულა, 2 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, FG – 6/13.

გოლდენ სტეიტი vs მინესოტა

კლეი ტომპსონმა სულ რაღაც 2 წუთი გაატარა პარკეტზე. თამაში ორი წუთის დაწყებული იყო, როცა მაკდენიელსს წაეკიდა და ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. ორივე მოთამაშეს დაატოვებინეს პარკეტი.

ვერც დრეიმონდ გრინი გადარჩა.

რა შუაშია გრინი? როგორ შეიძლება სადმე სიტუაცია დაიძაბოს და გრინი არ გამოენთოს მერყევი ხასიათით?! რუდი გობერი კლეის მივარდა, გრინი კი გობერს მივარდა და კინაღამ კისერი მოუგრიხა, მაგრამ გადარჩა. გობერი გადარჩა.

ასე რომ, ორი წუთის მერე გოლდენ სტეიტმა ტომპსონი და გრინი დაკარგა. სტეფ კარი ისედაც არ იყო პარკეტზე და ამ სამი მოთამაშის გარეშე გოლდენ სტეიტი რა გუნდია თავად განსაჯეთ.

მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე გაუწიეს მინესოტას წინააღმდეგობა, მინესოტამ 104:101 მოიგო. არადა, ერთი წუთით ადრე სხვაობა ერთი ქულა იყო და გოლდენ სტეიტს შეეძლო ამ მატჩის მოგება.

  • 21 ქულით გამოირჩა დარიო სარიჩი, 23 ქულა ჰქონდა პოძიემსკის. ხოლო კრის პოლმა 15 ქულის, 5 მოხსნისა და 4 ასისტის დაგროვება შეძლო.
  • კარლ-ენტონი თაუნსის ანგარიშზე 33 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტია.
  • ენტონი ედვარდსმა 20 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

ბითაძის მორიგი კარგი შეხვედრა

ბრუკლინმა 124:104 დაამარცხა ორლანდო მეჯიქი. გოგა ბითაძემ 24 წუთი მიიღო და 14 ქულა დააგროვა, პლუს 3 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა. მხოლოდ ერთხელ ისროლა სამქულიანი, არაზუსტად. ეს მისი ერთადერთი არაზუსტი სროლა იყო – FG 6/7.

სან ანტონიო ოკლაჰომასთან 123:87 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს ისევ არ უთამაშია.

სხვა შეხვედრები:

  • შარლოტი vs მაიამი – 105:111
  • დეტროიტი vs ატლანტა – 120:126
  • ფილადელფია vs ინდიანა – 126:132
  • იუტა vs პორტლენდი – 115:99
  • დენვერი vs კლიპერსი – 111:108
  • ლეიკერსი vs მემფისი – 134:107
დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე