სარჩევი
2023 ნოე 14, 11:12 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

NBA-ში გამთენიისას მორიგი შეხვედრები გაიმართა. მილუოკ ბაქსმა ჩიკაგო დაამარცხა, ბოსტონ სელტიკსმა ნიუ-იორკ ნიქსი, ტორონტო რეპტორსმა ვაშინგტონ ვიზარდსი, საკრამენტო კინგსმა კი კლივლენდ კავალიერსი.

აღსანიშნავია დემიენ ლილარდის დაბრუნება მცირე დაზიანების შემდეგ, ასევე გამოსაყოფია პასკალ სიაკამის ძალიან კარგი თამაში ვიზარდსის წინააღმდეგ.

მილუოკ ბაქსი vs ჩიკაგო ბულზი

ლილარდი დაბრუნდა, მილუოკმა ცუდი სერია დაასრულა. ლილარდის გარეშე იანისი იმაზე მარტო აღმოჩნდა, ვიდრე ჯოელ ემბიდია ფილადელფიაში. იქ ტაირის მაქსის ფრენა შეუძლია, აქ კი კრის მიდლტონი ამდენი ტრავმის მერე აღარ არის ის, რაც ოდესღაც იყო. ბრუკ ლოპესი კი ყოველთვის ერთ დონეზე თამაშობს, სტაბილურობა კარგია, უბრალოდ ეს არ არის ის დონე, იანისის დასახმარებლად რომ გამოდგება.

აღვნიშნეთ წინა მიმოხილვებში ბაქსის ერთი დიდი უპირატესობის შესახებ, ფაქტობრივად ყველა მსროლელია. ვიღას უკვირს ეს დღევანდელ NBA-ში, მაგრამ ბაქსის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია, გავიხსენე ეს ამბავი იმიტომ, რომ ჩკაგოს წინააღმდეგ ბობი პორტისის ნასროლ სამიანზე საშინელი რამ იშვიათად თუ მინახავს რამე.

მილუოკიმ პირველ მეოთხედშივე შეძლო უპირატესობის მოპოვება და თამაშის ბოლომდე არ გაუშვია.

  • იანისმა 35 წუთში 35 ქულა დააგროვა, 11 მოხსნა და 2 ჩაჭრა. სამიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/22.
  • დემიენ ლილარდმა მოკრძალებული შედეგი გვაჩვენა – 32 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი. 9-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო. FG – 3/17.
  • ორმაგი დუბლით დახურა შეხვედრა ნიკოლა ვუჩევიჩმა – 26 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/24.

ტორონტო რეპტორსი vs ვაშინგტონ ვიზარდსი

ტორონტომ ვიზარდსი 111:107 დაამარცხა. გამარჯვება პასკალ სიაკამს დარჩა, კაილ კუზმა კი დამარცხდა, მიუხედავად ძალიან კარგი თამაშისა. დიდი მოლოდინი არცერთი ორგანიზაციის მიმართ არ არსებობს, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ არც ტორონტო და არც მით უმეტეს, ვიზარდსი საპლეიოფო გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

სიაკამმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 38 წუთში 39 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. პლუს 7 ასისტი და 3 ჩაჭრა. პასკალმა ოთხი სამქულიანი ესროლა, ოთხივე არაზუსტად. FG – 15/24.

კაილ კუზმამ 38 წუთში 34 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, FG – 14/25.

ტორონტოს ბალანსი 5/5 ია, ვიზარდსის 2/8.

სხვა შეხვედრები:

  • სელტიკსი vs ნიქსი 114:98
  • საკრამენტო vs კლივლენდი 132:120