სარჩევი
2023 მარ 10, 17:03 შშ
1 წუთის საკითხავი

ორლანდო ამჯერად იუტასთან დამარცხდა – 124:131. გოგა ბითაძე სტაბილურად იღებს სათამაშო დროს. ჩანს, რომ მისი თამაშის შესაბამისად შეიძლება შემცირდეს, ან გაიზარდოს მის მიმართ ნდობა.

გოგამ პარკეტზე 21 წუთი გაატარა. ამ დროის მანძილზე სამი ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. გოგას არცერთი სამქულიანი არ უსვრია.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას კი 12 მარტს მაიამისთან გამართავს.

მილუოკი vs ბრუკლინი

აღარ არის ეს მატჩი ისეთი საინტერესო, როგორიც წინა წელს, ან თუნდაც, სეზონის დასაწყისში იყო, მაგრამ სანახაობა მაინც ვიხილეთ.

ისევ არ უთამაშია იანის ანტეტოკუნმპოს, სამაგიეროდ, ბრუკ ლოპესმა შეგვახსენა თავი. ორმაგი დუბლი მიითვალა და სულ რაღაც ერთი ბლოკი დააკლდა სამმაგ დუბლამდე.

ლოპესის ანგარიშზე 24 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 9 ბლოკია! ლოპესმა 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ცნობისთვის, ერთ თამაშში შესრულებული ბლოკების რაოდენობით, რეკორდსმენი ლეიკერსის მოთამაშე ელმორ სმიტია, 17 ბლოკით. რეკორდი 1973 წელს დამყარდა და მას შემდეგ ხელშეუხებელია.

მილუოკიმ კი 118:113 მოიგო.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • დეტროიტი – შარლოტი 103:113
  • ინდიანა – ჰიუსტონი 134:125
  • მემფისი – გოლდენ სტეიტი 131:110
  • საკრამენტო – ნიუ იორკ ნიქსი 122:117