სარჩევი
2024 მაი 11, 12:56 შშ
3 წუთის საკითხავი

გუშინ კლივლენდ კავალიერსმა ბოსტონ სელტიკსთან ანგარიში გაათანაბრა, ისევე როგორც დალას მავერიქსმა ოკლაჰომა სიტისთან. კარგი სანახავი გამოდგა შაისა და ლუკას დაპირისპირება.

ასე დაიხურა Game 2. დღეს გამთენიისას Game 3-ის თამაშებიც ვიხილეთ. თამაშამდე ნიკოლა იოკიჩმა თავისი მესამე MVP-ის ჯილდო მოიპოვა. ჯოკერმა ინტერვიუში თქვა რომ დენვერი მაქსიმალურად ეცდებოდა თამაშში დაბრუნებას და ასეც მოხდა, ჩემპიონებმა გასვლაზე მოიგეს.

მინესოტა ტიმბერვულვზი vs დენვერ ნაგეთსი

ჯამალ მარი გაცოცხლდა! ნიკოლა იოკიჩმა მიიღო ის, რაც წინა შეხვედრებში ასე აკლდა, სოლიდური დახმარება ჯამალ მარისა და პორტერ ჯუნიორისგან. იმ ბრძენი კაცის სიტყვები რომ გავიხსენოთ – დენვერმა ხასიათი გამოავლინა.

ნაგეთსმა პირველი სამი მეოთხედი მოგებით დაასრულა, ბოლო კი ფრედ დასრულდა.

პირველი მეოთხედი – 20:28
მეორე მეოთხედი – 21:28
მესამე მეოთხედი – 25:37
მეოთხე მეოთხედი – 24:24

დენვერმა 117:90 მოიგო.

პარკეტზე იყო რუდი გობერი, მაგრამ, აბა როდის ყოფილა რუდის იოკიჩთან რამე გასვლოდა. ის ზევით არის, ეს ქვევით. წლები გავა და მისი პერსპექტივიდან ლექსს დაწერენ, ეს არის და ეს.

  • ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკია. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/15.
  • ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 24 ქულა, 14 მოხსნა, 9 ასისტი, 3 ჩაჭრა და 3 ბლოკი. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/18.
  • 24 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტია ჯამალ მარის ანგარიშზე. 21 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე.

სერიაში ანგარიში 2:1 ია, მინესოტას სასარგებლოდ. ჯოკერის დენვერი თამაშში დაბრუნდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება Game 4-ს, რომელიც ასევე მინესოტაში გაიმართება.

ინდიანა პეისერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი

18 წამით ადრე ენდრიუ ნემბერდმა სამქულიანი ჩააგდო და ინდიანა პეისერსი სამი ქულით წინ გაიყვანა. ეს გადამწყვეტი მომენტი გამოდგა ამ შეხვედრაში, რადგან ნიქსმა პასუხის გაცემა ვეღარ შეძლო.

სასარგებლო იყო ბრანსონი, მაგრამ სუპერმატჩი აღარ ჰქონია, სამაგიეროდ, იფრინა ტაირის ჰალიბარტონმა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პეისერსი სერიაში წინ გავიდა.

  • ჰალიბარტონის ანგარიშზე 35 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 16-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/26.
  • პასკალ სიაკამის ანგარიშზე 26 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკია. 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/14.
  • მაილს ტერნერის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 21 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი, 3 ბლოკი. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/13.
  • ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 26 ქულა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ბრანსონს მოხსნა არ ჰქონია. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/26.
  • ჯოშ ჰარტის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 10 ქულა, 18 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა. 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 4/7.
  • დივინჩენცოს ანგარიშზე 35 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, FG – 12/26.

ინდიანამ 111:106 მოიგო და სერიაში წინ გავიდა – 2:1.

Game 4 – სად ვუყუროთ?

დღეს თბილისის დროით 23:30-ზე დალას მავერიქსისა და ოკლაჰომას შეხვედრა გაიმართება.

ხვალ გამთენიისას კლივლენდ კავალიერსი ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლებს – 04:30 ზე.

ხვალ საღამოს 23:30 ზე კი ინდიანა პეისერსი ნიუ-იორკ ნიქსს შეხვდება.

Setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ დღეს მიადევნოთ თვალყური დალასისა და ოკლაჰომას შეხვედრას, ხვალ საღამოს კი ინდიანასა და ნიქსის მატჩს იხილავთ.