ნიკოლა იოკიჩის მესამე MVP-ი

რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე სერბი ნიკოლა იოკიჩი გახდა. ეს მისთვის მესამე MVP-ის ტიტულია. შეიძლებოდა ზედიზედ მეოთხე ყოფილიყო და სულ სხვაგვარად გამოჩნდებოდა ახლა ეს ჩამონათვალი, მაგრამ შუაში, ან, გნებავთ ყელში, ჯოელ ემბიდი გაეჩხირა.

იოკიჩმა ემბიდთან მარცხი ახალ გამოწვევად მიიღო და ჩემპიონატი მოიგო. ბეჭედი მოირგო გიგანტის თითზე. ამჯერად მაიკლ ჯორდანის სახელობის ჯილდო ჩემპიონის სტატუსით ჩაიბარა.

კანდიდატი სამი იყო:

ლუკა დონჩიჩი
შაი გილჯეს-ალექსანდერი
ნიკოლა იოკიჩი

საერთოდ არ იქნებოდა გასაკვირი ლუკას მოეგო თავისი პირველი MVP-ი, არც შაი გაუკვირდებოდა ვინმეს, მეტწილად, თანაბრად კარგი სეზონები ჰქონდათ. შაი ჯერ არ არის იმ მასშტაბის მოთამაშე, როგორიც ეს ორი ევროპელი, მაგრამ მათზე სტაბილური იყო, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მისი გუნდი უფრო სტაბილური იყო, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გახდა.

ალბათ, სწორიც არის. MVP-ი ინდივიდუალური ჯილდოა.

ისე კი, ხმების მიხედვით, შაი მეორე იყო, ლუკა მესამე. გილჯეს-ალექსანდერი უფრო ახლოს იყო იოკიჩთან, ვიდრე დონჩიჩი ალექსანდერთან.

იოკიჩის საშუალო სტატისტიკა ასეთია:

  • საშუალოდ 26.4 ქულა თამაშში – ამ მაჩვენებლით ჯოკერი მეათე ადგილზეა. პირველზე ლუკა დონჩიჩია – 33.9.
  • საშუალოდ 12.4 მოხსნა – ამ მაჩვენებლით იოკიჩი მეოთხეა. პირველ ადგილზე დომანტას საბონისია – 13.7.
  • საშუალოდ 9.0 ასისტი – მესამე ადგილი. პირველზე ტაირის ჰალიბარტონია – 10.9.
  • 25 სამმაგი დუბლი შეასრულა, რაც მეორე მაჩვენებელია ლიგაში. პირველზე საბონისია – 26 სამმაგი დუბლით.
  • 68 ორმაგი დუბლი შეასრულა, რაც ასევე მეორე მაჩვენებლია. პირველზე აქაც საბონისია 73 სამმაგი დუბლით.
  • 58%-იანი სიზუსტით ისვრის თამაშიდან, რაც ლიგაში მეათე საუკეთესო მაჩვენებელია.

MVP-ის ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა, 63 წლის მანძილზე მხოლოდ სამმა არაამერიკელმა შეძლო ამ ჯილდოს მოგება – ჰაკიმ ოლაჯუონმა (ნიგერია), სტივ ნეშმა (კანადა) და დირკ ნოვიცკიმ (გერმანია).

ახლა კი სხვა დროა, ახლა ისეთი დროა რომ ბოლო ხუთ წელიწადში შეძლო სამმა არაამერიკელმა MVP-ის მოგება – იანის ანტეტოკუნმპომ (საბერძნეთი), ჯოელ ემბიდმა (კამერუნი) და ნიკოლა იოკიჩმა (სერბეთი).

2023/24 წლების მთავარ კანდიდატებს შორის არც ერთი არ ყოფილა ამერიკელი – ლუკა სლოვენიელია, შაი კანადელი, იოკიჩი სერბი.

თანაგუნდელების, მწვრთნელებისა და სამედიცინო გუნდის გარეშე მე ამის მიღწევას ვერ შევძლებდი“.

ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ჩვენ არავის განვსჯით, ყველაფერს დეტალები წყვეტს. მომავალ შეხვედრებს რაც შეეხება, ახლა მინესოტაში მივდივართ და ვეცდებით თამაშში დავბრუნდეთ“, – თქვა ნიკოლა იოკიჩმა TNT-სთან ინტერვიუში.

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე