ლებრონმა დაამრგვალა – 40’000 ქულა ლიგაში

კვირის მთავარი ამბავი ლებრონ ჯეიმსის რეკორდია, უფრო სწორად, ლამაზად დამრგვალებული ქულა, თორემ, რეკორდსმენი ისედაც იყო.

ბოლო დროს ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა, სამიანებს ისე ისვრის არასდროს რომ არ უსვრია კარიერაში, ძველი აგრესიაც შენარჩუნებული აქვს და გამოცდილება ხომ ემატება და ემატება. ისევ დიდი სიამოვნებაა ლებრონის თამაშის ყურება და ამჯერად დენვერთან შეაჩერა თამაში – შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs დენვერ ნაგეთსი

NBA-ში კარგად ესმით რომ ამ დროს თამაში უნდა გაჩერდეს, ასეთი ამბის შემსწრე უნდა წამოდგეს და ტაში დაუკრას, ამ ამბის დამტრიალებელს კი სამუდამოდ უნდა დაამახსოვრდეს ეს ყველაფერი.

ლებრონ ჯეიმსმა დენვერ ნაგეთსთან შეხვედრაში 40’000 ქულას უწია. მორიგი ორქულიანი ჩააგდო და დაამრგვალა მიღწევა. თანაც, ეს მისი მეოცე სეზონია NBA-ში.

მოქმედი კალათბურთელებიდან ათეულშიც კი არ არის არავინ. სამაგიეროდ, მეთერთმეტეა კევინ დურანტი – 28’342 ქულით, ეჭვგარეშეა რომ სულ მალე ათეულსაც მიადგება და შაკილ ონილს გადაასწრებს.

პირველი მეოთხედი – 33:27 ლეიკერსის სასარგებლოდ;
მეორე მეოთხედი – 33:31
მესამე მეოთხედი – 23:31
მეოთხე მეოთხედი – 25:35

თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო სამმა წუთმა დენვერის უპირატესობით ჩაიარა. ნიკოლა იოკიჩის გამჩერებელი კაცი ლიგაში არ მოიძებნება.

საბოლოოდ დენვერმა 10 ქულით მოიგო – 124:114.

  • იოკიჩის ანგარიშზე 35 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 16/25.
  • ჯამალ მარის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა, 11 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/23.
  • მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და ორმაგი დუბლი მიითვალა – 25 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 10/10. ყველა სამქულიანთან ერთად, ყველა სროლაც ჩააგდო!
  • ლებრონის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა, 9 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, FG – 12/20.
  • ენტონი დევისმა (17 ქ, 11 მ) და ოსტინ რივზმა (19 ქ, 14 ა) ოემაგი დუბლი შეასრულეს. რუი ჰაჩიმურამ კი 23 ქულით დაასრულა შეხვედრა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი (33/29) დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა, დენვერ ნაგეთსი (42/19) მესამეა.

მომდევნო შეხვედრას ლეიკერსი ოკლაჰომასთან გამართავს, დენვერი კი ფინიქსთან.

რეგულარული სეზონი

ბრუკლინ ნეტსი vs ატლანტა ჰოუკსი – 114:102
მიკალ ბრიჯისის ანგარიშზე 38 ქულაა;

მაიამი ჰიტი vs იუტა ჯაზი – 126:120
ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 37 ქულაა;

მემფის გრიზლი vs პორტლენდ ბლეიზერსი (ოვერტაიმი) – 100:107
სიმონსის ანგარიშზე 30 ქულაა;

ფინიქს სანსი vs ჰიუსტონ როკეტსი – 109:118
დურანტმა 30 ქულა ჩააგდო, ჯეილენ გრინმა – 34;

დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დალას მავერიქსი ფილადელფია სიქსერსს შეხვდება.



ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე