ლეიკერსმა ვაშინგტონი დაამარცხა

ორლანდო მეჯიქმა იუტა ჯაზი 115:107 დაამარცხა, სან ანტონიო სპურსმა კი ოკლაჰომა სითის 132:118 მოუგო. ქართველებს არ უთამაშიათ.

პაოლო ბანჩერომ 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. ორლანდოს მოგება ასე თუ ისე მოსალოდნელი იყო, სან ანტონიოსგან კი ოკლაჰომასთან გამარჯვებას არავინ ელოდა. მით უმეტეს, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შაი გილჯეს-ალექსანდერი პარკეტზე იყო.

ვიქტორ ვემბანიამამ 28 ქულა, 13 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 5 ბლოკი მიითვალა. 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, FG – 9/17.

კარგი თამაში ჰქონდა ჰოლგრინს, ნომერი პირველი პიკი ნომერ მეორეს დაუპირისპირდა, ჰოლგრინმაც კარგად დაიწყო, მაგრამ ნომერმა პირველმა მაინც დაუბლოკა ერთი სროლა და ეს დაფარება მატჩის მთავარ ჰაილაითად იქცა. თუმცა, ვემბიმ შაისაც დააფარა და ანგარიშს თუ შევხედავთ გამოდის რომ მთელი ოკლაჰომასთვის დაუფარებია.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ვაშინგტონ ვიზარდსი

ლეიკერსმა მორიგი თამაში მოიგო, ამჯერად ოვერტაიმში – 134:131. ლებრონ ჯეიმსის გმირობის შემდეგ სულ რამდენიმე საათში ლეიკერსმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა და ცოტა დაღლილობაც დაეტყო.

შეხვედრის მიწურულს ჯორდან პულს შეეძლო წერტილის დასმა, მაგრამ მისი სამიანი არაზუსტი გამოდგა, ასე გადავიდა თამაში ოვერტაიმში, სადაც ლეიკერსმა ვაშინგტონს შანსი აღარ მისცა. ჯორდან პულს კი ოვერტაიმში მცირე შოკური თერაპია ჩაუტარეს, აიწია ჰაერში ორი ქულის ჩასაგდებად და ლებრონმა დიდი სისწრაფით დაუშვა ქვემოთ, ჯორდან პულმა ნამდვილად ვერ დაინახა ბურთი სად წავიდა.

ოვერტაიმის გადამწყვეტი სამიანი კი არც პულს წაუვიდა, აღარც კუზმას. თუმცა, ეს უკანასკნელი გაცილებით ახლოს იყო მიზანთან.

  • მიუხედავად ასეთი ამბების, ჯორდან პულის ანგარიშზე 34 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 12-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/26.
  • ლებრონის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, FG – 12/24.
  • ენტონი დევისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 40 ქულა, 15 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი. FG – 14/22.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი (33/28) დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ვაშინგტონ ვიზარდსი (9/50) აღმოსავლეთში მეთოთხმეტეა.

რეგულარული სეზონი

შარლოტ ჰორნეტსი vs მილუოკ ბაქსი – 99:111
იანისის ანგარიშზე 24 ქულა და 10 მოხსნაა;

ბრუკლინ ნეტსი vs ატლანტა ჰოუკსი -124:97
კამერონ ჯონსონმა 29 ქულა აიღო;

ნიუ-იორკ ნიქსი vs გოლდენ სტეიტი – 99:110
სტეფ კარის ანგარიშზე 31 ქულა და 11 მოხსნაა. 18-დან 8 სამიანი ჩააგდო;

ფინიქს სანსი vs ჰიუსტონ როკეტსი – 110:105
დევინ ბუკერის ანგარიშზე 35 ქულაა;

დენვერ ნაგეთსი vs მაიამი ჰიტი – 103:97
პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე 30 ქულა და 11 მოხსნაა. იოკიჩს 18 ქულა და 11 მოხსნა დაუგროვდა;

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე