სარჩევი
2023 თებ 07, 14:15 შშ
3 წუთის საკითხავი

ისტორიულ თამაშამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე უნდა გახდეს!

ლეიკერსი თბილისის დროით დილის შვიდ საათზე ოკლაჰომას შეხვდება. საკალათბურთო მსოფლიო სწორედ ამ შეხვედრაში ელის რეკორდის მოხსნას. ლებრონს სულ რაღაც 36 ქულა აშორებს ქარიმის რეკორდის დამხობამდე.

ლებრონ ჯეიმსი – 38,352, ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 38,387

აბდულ-ჯაბარი ცხრილის სათავეში 1984 წლის 5 აპრილს მოექცა, როცა უილტ ჩემბერლენს გადაასწრო.

თუ ლებრონმა თანდერთან ვერ შეძლო საკმარისი ქულების ჩაგდება, (რაც ძნელად სავარაუდოა) მაშინ აბდულ-ჯაბარის ყოფილ გუნდთან, მილუოკისთან შეძლებს რეკორდის მოხსნას.

NBA-ის რეკორდსმენები ქულებით

საუკეთესო მექულეების ათეული ასე გამოიყურება:

ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 38,3871,560 თამაში საშუალოდ 24.6 ქულა ერთ შეხვედრაში
ლებრონ ჯეიმსი – 38,352 ქულა1,409 თამაშისაშუალოდ 27.2 ქულა ერთ შეხვედრაში
კარლ მელოუნი – 36,928 ქულა1,476 თამაში საშუალოდ 25.0 ქულა ერთ შეხვედრაში
კობი ბრაიანტი – 33,643 ქულა1,346 თამაშისაშუალოდ 25.0 ერთ შეხვედრაში
მაიკლ ჯორდანი – 32,292 ქულა1,072 თამაშისაშუალოდ 30.1 ქულა ერთ შეხვედრაში
დირკ ნოვიცკი – 31,560 ქულა1,522 თამაშისაშუალოდ 20.7 ქულა ერთ შეხვედრაში
უილტ ჩემბერლენი – 31,419 ქულა1,045 თამაშისაშუალოდ 30.1 ქულა ერთ შეხვედრაში
შაკილ ონილი – 28,596 ქულა1,207 თამაშისაშუალოდ 23.7 ქულა ერთ შეხვედრაში
კარმელო ენტონი – 28,289 ქულა1,260 თამაშისაშუალოდ 22.5 ქულა ერთ შეხვედრაში
მოუზეს მელოუნი – 27,409 ქულა1,329 თამაშისაშუალოდ 20.6 ქულა ერთ შეხვედრაში

ათეულში ყველაზე მეტი თამაში აბდულ-ჯაბარს აქვს ჩატარებული. ხოლო, საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას მაიკლ ჯორდანი და უილტ ჩემბერლენი აგროვებდნენ, – 30.1

ვინ არის ქარიმ აბდულ-ჯაბარი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი. ბევრის აზრით საუკეთესოც. როგორც წესი, ამ პოზიციაზე უილტ ჩემბერლენთან უწევს ხოლმე პაექრობა, ყველა დროის საუკეთესო ცენტრის ტიტულისთვის.

მერე მოდიან შაკილ ონილი, ჰაკიმი და ა.შ. თუმცა, ვისთვის როგორ, ამაზე კამათი გაუთავებლად შეიძლება.

თავად აბდულ-ჯაბარს მიაჩნია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი დაუფასებელი მოთამაშეა, რადგან იშვიათად თუ მოხვდება ყველა დროის საუკეთესოთა სიაში. თავად მიიჩნევს, რომ ამაზე პრეტენზია უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ჯორდანის, ლებრონისა და მეჯიქის წინ ძალიან იშვიათად აყენებენ.

ქარიმი უმეტესად ცნობილია თავისი “ჰუკით”, სროლით, რომლის დაფარებაც უბრალოდ შეუძლებელია. მას მერეც გვინახავს ასეთი სროლები, მაგრამ ვერავინ ასე ელეგანტურად, ასეთი სიხშირითა და ასეთი სიზუსტით ვერ ასრულებდა ამ სროლას, როგორც ქარიმ აბდულ-ჯაბარი.

სად და როგორ ვუყუროთ ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ოკლაჰომა სიტი თანდერს

26 იანვრის შემდეგ ლეიკერსი პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს.

ლეიკერსი vs თანდერის მატჩს Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე პირდაპირ ეთერში ნახავს.

დიდი ალბათობით, ისტორიული მატჩი crypto.com Arena-ზე, თბილისის დროით 7:00 საათიდან დაიწყება.

TOP 4 მექულე ანგელოზების ქალაქიდან

საუკეთესო მექულეების პირველ ოთხეულში ყველას უთამაშია ლოს ანჯელეს ლეიკერსში. მართალია, განსხვავებული როლი შეასრულეს ორგანიზაციის ისტორიაში, განსხვავებული სახელიც დატოვეს, მაგრამ ისტორიამ თითოეული დაიმახსოვრა ყვითელ ფორმაში.

ახლა ერთი ლოს ანჯელესელი მეორის რეკორდს მოხსნის. ოკლაჰომასთან, ან, მილუოკისთან, ან მერე… არ აქვს მნიშვნელობა როდის. ლებრონი აუცილებლად ავა მწვერვალზე.