სარჩევი
2023 იან 25, 13:30 შშ
1 წუთის საკითხავი

ლებრონ ჯეიმსი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელსაც ყველა გუნდის წინააღმდეგ მინიმუმ 40 ქულა აქვს ჩაგდებული.

რეკორდი ლოს ანჯელეს კლიპერსთან შეხვედრაში დამყარდა. ლებრონმა 46 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

14-დან 9 სამქულიანი ჩააგდო, რაც ასევე მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მაინც კავაი ლეონარდი გახდა.

მიმდინარე სეზონში ლებრონ ჯეიმსი საშუალოდ 30,2 ქულას, 8,5 მოხსნასა და 6,9 ასისტს აგროვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლებრონი საოცარ სეზონს ატარებს, ლეიკერსის ბალანსი 22-26 ია და დასავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციას იკავებს.