NBA – Battle of Los Angeles

NBA-ში ლოს ანჯელესური დერბი შედგა, სადაც გამარჯვება კლიპერსს დარჩა. კავაი ლეონარდი ნელ-ნელა სასურველ ფორმას უბრუნდება.

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. უბრალოდ აღარ არსებობს სიტყვები რომლითაც მისი მიღწევების აღწერა შესაძლებელია.

ლებრონმა 33 წუთში 46 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

მორიგი შეტევის დროს კავაიმ დააფარა, ლებრონმა მოგვიანებით იძია შური, ბურთი სუფთად აართვა, მაგრამ ტანი ვეღარ შეიმაგრა და პირველი რიგის გულშემატკივრებში გადაეშვა.

თავის მხრივ, კავაის ანგარიშზე 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი იყო. თუმცა, კლიპერსიდან ყველაზე მეტი ქულა პოლ ჯორჯმა დააგროვა, – 27 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკი.

სანამ ენტონი დევისი მკურნალობს, ბრაიანტისა და უესტბრუკის იმედად დარჩენილი ლებრონი მარცხდება. კლიპერსმა 133:115 მოიგო. ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა.

ასეთ ფორმაში მყოფი ლებრონის დარჩენა პლეიოფებს მიღმა ძალიან დასანანი იქნება.

დალასი vs ვაშინგტონი

დალასი ვაშინგტონთან 126:127 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა დონჩიჩმა 41 ქულის აღება შეძლო, პარკეტი ძალიან დამწუხრებულმა დატოვა.

ანგარიში თანაბარი იყო, როცა დონჩიჩი კუზმაზე დააჯარიმეს, ლუკამ გააპროტესტა, თუმცა, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ვაშინგტონი დაწინაურდა, ბოლო ოთხი წამი კი ცუდად დაიგეგმა, ლუკამ სროლაც კი ვერ შეძლო და დალასი დამარცხდა.

გარდა 41 ქულისა, ლუკას 15 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ვაშინგტონის რიგებში გამოირჩა კაილ კუზმა, 30 ქულით, 5 მოხსნითა და 2 ასისტით.

მაიამი vs ბოსტონი

კიდევ ერთხელ დამარცხდა ბოსტონ სელტიკსი, ამჯერად მაიმაში. შესუსტებული შემადგენლობით ითამაშეს და შედეგიც შესაბამისი დადგა.

არ ყოფილა ჰორფორდი, არ ყოფილა ჯეილენ ბრაუნი და მარკუს სმარტი, სამაგიეროდ, ჯეისონ ტეიტუმმა ითამაშა და 31 ქულას მოუყარა თავი.

მაიამის რიგებში 30 ქულა, 15 მოხსნა და ერთი ასისტი ჰქონდა ადებაიოს.

ბოსტონი კვლავ რჩება აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზე, მაიამი კი მეექვსე ადგილზეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ინდიანა – ჩიკაგო 116:110

ნიუ იორკი – კლივლენდი 105:103

ნიუ ორლეანი – დენვერი 98:99

ფინიქსი – შარლოტი 128:97

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე