ლებრონ ჯეიმსმა ოკლაჰომასთან 38 ქულა ჩააგდო. შესაბამისად, მეფე NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. მის ანგარიშზე 38 390 ქულაა.
ლეიკერსი vs თანდერი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი 26 იანვრის შემდეგ შინ პირველად თამაშობდა. მატჩის მთავარი ინტრიგა ლებრონის პოტენციური რეკორდი იყო.
ჯეიმსს ქარიმ აბდულ-ჯაბარის შედეგის გასაუმჯობელესებლად 36 ქულა სჭირდებოდა. შესაბამისად, მატჩზე იმხელა ინტერესი იყო, რომ ბილეთების ღირებულებამ 92 000 აშშ დოლარიც კი შეადგინა.
ჯეიმსის რეკორდის მომენტი – ვიდეო
ოკლაჰომასთან მატჩში, მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 11 წამით ადრე ლეიკერსი 97:104 მარცხდებოდა.
საშუალო დისტანციიდან ჯეიმსის სთეფ ბექი და 2-ქულიანი ზუსტი აღმოჩნდა.
ისტორია დაიწერა, მატჩი შეჩერდა.
ყველა დროის მექულეთა ცხრილი
დღეიდან მექულეთა ცხრილს ახალი ლიდერი ჰყავს. ლებრონ ჯეიმსმა ქარიმ აბდულ ჯაბარს სამი ქულით გაასწრო.
ამ შედეგის დასაფიქსირებლად ლებრონ ჯეიმსს 1410 მატჩი დასჭირდა. აბდულ ჯაბარმა კი 38 387 ქულა 1560 შეხვედრაში ჩააგდო.
10-ეულში მოქმედ კალათბურთელთაგან მხოლოდ კარმელო ენტონია, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია.
- 1. ლებრონ ჯეიმსი – 38 390 ქულა
- 2. ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 38 387
- 3. კარლ მელოუნი – 36 928
- 4. კობი ბრაიანტი – 33 643
- 5. მაიკლ ჯორდანი – 32 292
- 6. დირკ ნოვიცკი – 31 560
- 7. უილტ ჩემბერლენი – 31 419
- 8. შაკილ ო’ნილი – 28 596
- 9. კარმელო ენტონი – 28 289
- 10. მოუზეს მელოუნი – 27 409
ლებრონ ჯეიმსის სხვა რეკორდები
საინტერესოა, რომ ლებრონ ჯეიმსი ასისტენტების ცხრილშიც დაწინაურდა. ნიუ იორკ ნიქსთან მატჩში მან სტივ ნეშს გადაასწრო და ახლა, შედეგიან გადაცემებში მეოთხეა.
ასევე, ლებრონი გახდა პირველი კალათბურთელი, ვისაც ყველა გუნდის წინააღმდეგ, ერთ მატჩში, 40+ ქულა აქვს ჩაგდებული.
ლეიკერსი vs მილუოკი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი შემდეგ მატჩს მილუოკისთან გამართავს.
შეხვედრა 10 თებერვალს, თბილისის დროით 7:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია setantasports.com-ზე იქნება.