სარჩევი
დურანტი - ამ გუნდისგან რას ელით? | Setanta Sports
2022 ნოე 18, 11:00 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

კევინ დურანტმა Bleacher Report-თან ბევრს საინტერესო საკითხზე ისაუბრა, ბრუკლინის თავს ქაოსი ტრიალებს და ვერ ვიტყვით, რომ კევინ დურანტის ინტერვიუ სიტუაციას ოდნავ მაინც გამოასწორებს.

„ჩვენს სასტარტო ხუთეულს შეხედეთ, – ედმონ სამერი, როის ონილი, ჯო ჰარისი, ნიკ კლაქსტონი და მე. უპატივცემულობას არ გამოვხატავ, მაგრამ რას ელით ამ გუნდისგან? თქვენ ჩვენგან გამარჯვებას ელით მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ აქ“.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ პარკეტზე, თითოეული წამი ბედნიერებას მანიჭებს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქილევსის ტრავმას მოვერია, პანდემია მოვიტოვეთ უკან და ისევ ვთამაშობ, კარგი იქნება, რომ თამაშის დროს ჩემი ლაპარაკი გესმოდეთ, მაშინ ამდენი კითხვა აღარ დაისმებოდა იმის შესახებ თუ როგორ ვგრძნობ თავს“.

„ხალხი ამბობს, რომ ცუდი ლიდერი ვარ, ამას არ ვეთანხმები და არ ვიცი რას დააფუძნეს ეს აზრი. ცუდი ლიდერი ვარ იმიტომ, რომ კაირის ვაქცინაცია არ დავაძალე, ცუდი ლიდერი ვარ იმიტომ, რომ გუნდიდან წასვლა არ ვაიძულე? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და თავად წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას“.

„გუნდების შეცვლა ჩემს მემკვიდრეობაზე არ იმოქმედებს, ყველა გუნდში შემიძლია დავამტკიცო რა შემიძლია“.