სარჩევი
2023 მაი 03, 15:55 შშ
1 წუთის საკითხავი

საბოლოოდ სამი კანდიდატი იყო შერჩეული – ჯოელ ემბიდი, ნიკოლა იოკიჩი და იანის ანტეტოკუნმპო. ჯილდო ჯოელ ემბიდს ხვდა წილად.

იოკიჩმა ზედიზედ მესამედ ვეღარ შეძლო MVP-ის ტიტულის მოგება. არადა, ბევრის აზრით იმსახურებდა. შესაძლოა, ზუსტად იმან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ორჯერ უკვე მოგებული აქვს, მიაჩვია ხალხი უმაღლეს დონეზე თამაშს და მისგან არაფერი აღარ გვიკვირს.

ემბიდის შემთხვევაში კი მიმდინარე სეზონი მართლაც აღფრთოვანებას იწვევს. ისიც სათქმელია, რომ ურთიერთშეხვედრაში იოკიჩი დაჩაგრა, ესეც ერთვარი გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. არის შანსი, რომ ფინალშიც ვიხილოთ ერთმანეთის პირისპირ, თუმცა, იქამდე ძალიან შორია.

რაც შეეხება იანისს, მან ინტერვიუში თქვა, რომ ბოლო წლებში საუკეთესოდ მიიჩნევს თავს. რთულია არ დაეთანხმო, უბრალოდ ტიტულს კიდევ სხვა ფაქტორები განაპირობებს, იანისს რეგულარულ სეზონში იმდენი არ უთამაშია, რამდენიც ორმა ცენტრმა ითამაშა.

ჯოელ ემბიდი ალენ აივერსონის შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ფილადელფია სიქსერსის მოთამაშის რანგში შეძლო MVP-ის მოგება.

ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კარგი გრძნობაა, არც კი ვიცი რა ვთქვა, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის არა მხოლოდ როგორც კალათბურთელისთვის. მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დამჭირდა”.

დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მე მახსოვს როცა 3-4 წლის წინ ვისაუბრეთ, (მიმართავს შაკილ ონილს) აქ, ბოსტონში, მე დღემდე მახსოვს ეს საუბარი, შენი სიტყვები ძალიან დამეხმარა და ამან ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის, დიდი მადლობა ამისთვის”.

თანაგუნდელების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი, მე მათ ნდობას ვგრძნობ, მათ მიმიყვანეს იმ ნიშნულამდე, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, ძალიან მადლიერი ვარ მათი. ყველას ვუთხარი, რომ ვიზეიმებთ მხოლოდ ხუთი წუთით, შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, წინ რთული თამაშები გველის, ვამაყობ, რომ პირველი თამაში ჩემს გარეშე მოიგეს“.