ჯიმი ბატლერმა ჰიტი დააწინაურა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის Game 1-ი მაიამიმ მოგებით დაიწყო. ჰიტმა სელტიკსი გასვლაზე დაამარცხა. ჯიმი ბატლერმა შოუ მოიპარა და სუპერ ფინალში გასასვლელად ერთი პატარა ნაბიჯიც გადადგა.

აუტსაიდერები ლიდერების პირისპირ

თავისთავად საინტერესო ფინალები გვაქვს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ კონფერენციაში. აუტსაიდერები ლიდერებს ხვდებიან. პლეიოფში ძლივს გასული გუნდები, პირველ ადგილზე გასულებს.

ლეიკერსის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ეს გუნდი ერთ-ერთი ფავორიტია ლებრონთან და დევისთან ერთად, თუმცა, რომელიმეს გამოკლების შემთხვევაში ისე თამაშობს, როგორც რეგულარული სეზონის უმეტესი ნაწილი ჩაატარეს.

ახლა ყველა მწყობრშია, ესე იგი, ლეიკერსის ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება.

რაც შეეხება მაიამისა და ბოსტონის წყვილს. აქ საქმე ჯიმი ბატლერშია, NBA-ში ამჟამად არავინ არის ჯიმიზე მეტად საპლეიოფო მოთამაშე, კალათბურთელი, რომელიც პლეიოფში სულ სხვა სიმაღლეზე იწყებს თამაშს. ხშირად ჯორდანს ადარებენ ხოლმე, ჯიმი რეგულარულს ისე თამაშობს, როგორც 45 ნომრიანი ჯორდანი, პლეიოფებში კი ნამდვილს ემსაგვსება.

მიუხედავად ამისა, ფავორიტი მაინც ბოსტონია, ჰიტმა პირველი მოიგო, მაგრამ ბოსტონი მაინც ძალიან ძლიერი ჩანს.

ბატლერმა მოატრიალა

ბოსტონმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად მოიგო. მათი უპირატესობა და თავდაჯერება უფრო დიდ სხვაობაში შეიძლებოდა ასახულიყო, თუმცა, მხოლოდ ცხრა ქულა იყო განსხვავება.

ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ბოსტონში მიდის ხოლმე, ალ ჰორფორდი, ჯეილენ ბრაუნი, რა თქმა უნდა, ტეიტუმი, ერთ რიტმში, ერთ ტემპში, ორგანიზებულად. რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო რომ ბოსტონს ეს უპირატესობა ხელიდან გაეშვა.

ჰოდა, მოხდა.

ჯიმი ბატლერი მოხდა!

ბემ ადებაიო მოხდა!

მაიამიმ მესამე მეოთხედი 21 ქულით მოიგო! სულ სხვა სიმძლავრე ჩართო თამაშში, რისთვისაც ბოსტონი მოუმზადებელი აღმოჩნდა. ცოტა არ იყოს მოდუნდნენ, არადა, რა დროს მოდუნებაა, კონფერენციის ფინალია უკვე.

სტატისტიკა

ბატლერის ანგარიშზე 35 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი და 6 ჩაჭრაა. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ბემ ადებაიოს ანგარიშზე 20 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ასევე ძალიან ლამაზ სტილში თამაში, რაც სტატისტიკაში არ აისახება.

ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 30 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკია. მხოლოდ 3 სამქულიანი ისროლა და ერთი ზუსტი აღმოჩნდა.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე