გოგა ბითაძემ 25 წუთი ითამაშა

უენდელ კარტერ ჯუნიორი დაშავდა, გოგა ბითაძემ როგორც იქნა ნორმალური სათამაშო დრო მიიღო, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყენა. ორლანდო მეჯიქმა ვაშინგტონ ვიზარდსი 10 ქულით – 119:109 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი – 34:23 ვაშინგტონის სასარგებლოდ;
მეორე მეოთხედი – 31:30
მესამე მეოთხედი – 18:31
მეოთხე მეოთხედი – 26:35

როგორც ხედავთ თავდაპირველად ვაშინგტონს ჰქონდა უპირატესობა, მეორე მეოთხედი თანაბრად წარიმართა, მეორე ნახევარში კი ორლანდო გამოდგა უკეთესი. გოგა ბითაძეს დასკვნით მეოთხედში დრო აღარ მისცეს, ისე კი სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

გოგამ 25 წუთი დაჰყო პარკეტზე, 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. სამქულიანი საერთოდ არ უსვრია. სამჯერ ისროლა ორქულიანი და ორჯერ ჩააგდო. როცა 25 წუთს იღებ უფრო მეტიც მოგეთხოვება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა დავალებას იღებს გოგა მწვრთნელისგან, ამიტომ, ცოტა რთულია დასკვნების გაკეთება.

პაოლო ბანჩერომ ორმაგი დუბლი შეასრულა – 25 ქულა და 10 ასისტია მის ანგარიშზე.

ორლანდო მეჯიქი (37/26) აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზე აღზევდა. მათ წინ კლივლენდ კავალიერსი, მილუოკ ბაქსი და ბოსტონ სელტიკსი არიან.

გოლდენ სტეიტ უორიორზი vs მილუოკ ბაქსი

ბევრი ალბათ არც ელოდა, დაიწყო თამაში და გოლდენ სტეიტი ბევრად სწრაფი და აგრესიული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ტაქტიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ, მოგების სურვილიც მეტად გამოავლინეს. დასაწყისში ძალიან კარგი იყო კუმინგა, რომელმაც რამდენიმე ეფექტური მომენტი აჩუქა მაყურებელს.

პირველი ნახევარი უორიორზმა 78:58 მოიგო. სურათი არც მეორე ნახევარში შეიცვალა და გოლდენ სტეიტმა 125:90 მოიგო. დოკ რივერსის მილუოკი ნამდვილად არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

სტეფ კარის ანგარიშზე 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტია. 10-დან 6 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 10/18.

იანის ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია. 3-დან 1 სამქულიანი ზუსტად ისროლა, FG – 8/15.

მილუოკ ბაქსი (41/22) აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა, გოლდენ სტეიტი (33/28) დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს.

ამ შეხვედრამ კიდევ უფრო განამტკიცა ის აზრი რომ დასავლეთ კონფერენცია თავისი ძალით გაცილებით მაღლა დგას აღმოსავლეთზე. უფრო მეტი ანგარიშგასაწევი ორგანიზაციები რომ არიან თავმოყრილნი, ეს ფაქტია.

რეგულარული სეზონი

ატლანტა ჰოუკსი vs კლივლენდ კავალიერსი – 112:101

ჰიუსტონ როკეტსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი – 116:122
შენგუნის მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსი – 23 ქულა, 19 მოხსნა, 14 ასისტი;

ფილადელფია სიქსერსი vs მემფის გრიზლი – 109:115
ჯეირენ ჯექსონის ანგარიშზე 30 ქულა და 11 მოხსნაა;

იუტა ჯაზი vs ჩიკაგო ბულზი – 117:119
დეროზანის ანგარიშზე 29 ქულაა;

პორტლენდ ბლეიზერსი vs ოკლაჰომა სიტი თანდერი – 120:128
შაიმ ამჯერად 37 ქულით დაასრულა შეხვედრა;

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs საკრამენტო კინგსი – 120:130
ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 31 ქულა და 13 მოხსნაა; დომანტის საბონისმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 20 მოხსნა და 12 ასისტი. ფოქსის ანგარიშზე კი 44 ქულაა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე