სან ანტონიო სპურსი ჰიუსტონ როკეტსთან 103:101 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს თერთმეტი წუთი დაუთმეს – ექვსი ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. FG – 3/3.
თამაშის დასრულებამდე სამი წამით ადრე დევინ ვასელის ტაქტიკამ აღარ გაამართლა, საჯარიმოს ხაზიდან ფარს ძლიერად ისროლა იმის იმედად რომ მოხსნაზე ივარგებდა ვინმე, და როცა ვიქტორ ვემბი გყავს გუნდში უნდა გქონდეს კიდეც ამის იმედი, მაგრამ ვასელის სროლა მაინც ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა, თითქოს ერთი წამითაც არ სჯეროდა რომ ეს გაამართლებდა.
ვემბანიამას ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 13 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 7-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა, FG – 5/12.
ლოს ანჯელეს კლიპერსი VS მინესოტა ტიმბერვულვზი
თითქოს თანაბარი თამაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კავაის ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა. პირველი ნახევრის შემდეგ ზურგმა შეაწუხა და პარკეტი დატოვა. კლიპერსის პრობლემაც ეს არის, რთულია ამ ასაკში, ოთხი ვარსკვლავიდან ოთხივე ჯანმრთელი იყოს, თანაც, თუ ლიდერზე მიდგა საქმე, პირველ რიგში, კავაი და პოლ ჯორჯი გაახსენდება ადამიანს.
დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია, კავაი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დასკვნაც ამის შემდეგ გვეცოდინება.
პირველი მეოთხედი – 34:21 – კლიპერსის სასარგებლოდ
მეორე მეოთხედი – 29:34
მესამე მეოთხედი – 15:29
მეოთხე მეოთხედი – 22:34
ასე მორჩა ეს ამბავი. მინესოტა ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მთელი გუნდი ენტონი ედვარდსის მსგავსად დაგეშილია, მართლა მგლებივით არიან, სისუსტეს მარტივად ხედავენ და ზუსტად იმ წერტილში აყენებენ მეტოქეს დარტყმას.
ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ედვარდსმა, ისევ პიტბულივით ირბინა წინ და უკან, ისევ ისე კარგი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ავანსი დიდია – მისგან ელიან ვარსკვლავობას და შესაძლოა რაღაც უფრო მეტსაც, რადგან NBA-ში არც ისე რთულია იყო ვარსკვლავი, მაგრამ ძალიან რთულია იყო გამორჩეული ვარსკვლავთა შორის.
ედვარდსს ეს შეუძლია.
- ენტონის ანგარიშზე 37 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 8-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. FG – 15/29.
- პოლ ჯორჯის ანგარიშზე 22 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. FG – 5/11.
მინესოტა ტიმბერვულვზი (41/21) დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. ლოს ანჯელეს კლიპერსი (41/23) მეოთხეზე.
კლიპერსი მომდევნო შეხვედრას ჩიკაგო ბულზთან ჩაატარებს, მინესოტა კი იუტა ჯაზს შეხვდება ზედიზედ ორჯერ.
რეგულარული სეზონი
ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი – 106:79
ჯოშ ჰარტის ანგარიშზე 20 ქულა, 19 მოხსნა და 10 ასისტია;
მემფის გრიზლი vs ვაშინგტონ ვიზარდსი – 109:97
კაილ კუზმას ანგარიშზე 24 ქულაა;
ოკლაჰომა სიტი vs ინდიანა პეისერსი – 111:121
გილჯეს-ალექსანდერის ანგარიშზე 30 ქულა და 10 მოხსნაა;
იუტა ჯაზი vs ბოსტონ სელტიკსი – 107:123
ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 38 ქულაა;
საკრამენტო კინგსი vs მილუოკ ბაქსი – 129:94
იანისის ანგარიშზე 30 ქულა და 13 მოხსნაა;
ხვალ გამთენიისას თბილისის დროით 06:00 – ზე, საკრამენტო კინგსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლებს. შეხევდრას შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური.