ფინიქსმა კლივლენდი დაამარცხა – კევინ დურანტის 37 ქულა

სან ანტონიო სპურსმა და გოლდენ სტეიტ უორიორზმა ზედიზედ მეორედ ითამაშეს. სპურსს ვემბი დაუბრუნდა, გოლდენ სტეიტს კი ისევ აკლია სტეფ კარი. ქომაგი მის დაბრუნებას ელოდა, თუმცა, სტივ ქერიმ სპურსთან თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფანებს იმედები გაუცრუა:

სტეფის დაბრუნებას დალასთან შეხვედრაში არ ველოდები, ამიტომ, მორიგი ძალიან რთული თამაში გვექნება. ახლა გუნდი ბრძოლაშია ჩართული და მნიშვნელოვანია რომ სტეფის გარეშე შევძლოთ გამარჯვება, ეს გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად იმოქმედებს”.

არ იყო სტეფი, თუმცა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით გოლდენ სტეიტმა მოგება შეძლო – 112:102. ცუდი სეზონი აქვს კლეი ტომპსონს, სტეფის არყოფნაში მისი მნიშვნელობა ერთმნიშვნელოვნად იზრდება, ამჯერად კლეიმ შეძლო და კარგი შეხვედრა ჩაატარა – 21 ქულა დააგროვა, 10-დან 4 სამქულიანი ზუსტად ისროლა.

კუმინგას ანგარიშზე კი 22 ქულაა.

სანდრო მამუკელაშვილს მხოლოდ ერთი წუთი მისცეს სათამაშოდ. ამ დროის მანძილზე სანდრომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ეს ერთი წუთი პარკეტზე უფრო ფსიქოლოგიური მდგრადობის ტესტი იყო, ვიდრე სათამაშო პრაქტიკის გაზრდა.

ორმაგი დუბლი შეასრულა ვიქტორ ვემბანიამამ – 27 ქულა, 14 მოხსნა. ამჯერად მხოლოდ 2 ბლოკს დასჯერდა. 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/25.

სან ანტონიო სპურსი (14/51) დასავლეთ კონფერენციაში ისევ მეთხუთმეტე ადგილზეა, გოლდენ სტეიტ უორიორზი (34/30) კი მეათე ადგილზეა.

სან ანტონიო მომდევნო შეხვედრაში ჰიუსტონ როკეტსს შეხვდება, გოლდენ სტეიტ უორიორზი კი დალას მავერიქსთან ითამაშებს.

კლივლენდ კავალიერსი vs ფინიქს სანსი

კლივლენდ კავალიერსმა აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ დაკარგა მეორე ადგილი. დასავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილოსანთან დამარცხდა და კიდევ ერთხელ მისცა NBA-ის ფანებს იმის თქმის საშუალება, რომ ამ ორ კონფერენციას შორის დიდი დისბალანსია.

კლივლენდს დონოვან მიჩელი აკლდა, ფინიქს სანსს კი დევინ ბუკერი დაუბრუნდა. მიჩელმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა გამოტოვა, ბუკერი კი ოთხმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა პარკეტს.

პირველი მეოთხედი – 42:31 – კლივლენდის სასარგებლოდ;
მეორე მეოთხედი – 28:31
მესამე მეოთხედი – 21:34
მეოთხე მეოთხედი – 20:20

კლივლენდი დომინანტი იყო იქამდე სანამ დარიუს გარლანდი იყო ხასიათზე, მერე დიდმა სამეულმა იმძლავრა და მშვიდად მიიყვანეს თამაში გამარჯვებამდე – 117:111.

  • დარიუს გარლანდის ანგარიშზე 30 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/17.
  • კევინ დურანტის ანგარიშზე 36 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/26.
  • დევინ ბუკერის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი და ერთი ბლოკია. 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/22.

რეგულარული სეზონი

დეტროიტ პისტონსი vs შარლოტ ჰორნეტსი – 114:97
მაილს ბრიჯისის ანგარიშზე 24 ქულაა;

ჩიკაგო ბულზი vs დალას მავერიქსი – 92:127
ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 27 ქულა, 12 მოხსნა და 14 ასისტია;

დენვერ ნაგეთსი vs ტორონტო რეპტორსი – 125:119
ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 35 ქულა, 17 მოხსნა და 12 ასისტია;

პორტლენდ ბლეიზერსი vs ბოსტონ სელტიკსი – 99:121
ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 26 ქულაა, ჯეილენ ბრაუნმა კი 27 ქულა დააგროვა;

ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 03:30 – ზე, ნიუ-იორკ ნიქსი ფილადელფია სიქსერსს უმასპინძლებს, შეხვედრის ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.


ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე