სარჩევი
2024 აპრ 03, 13:48 შშ
3 წუთის საკითხავი

სანდრო მამუკელაშვილმა ისევ მიიღო საკმარისი დრო და ისევ კარგი შედეგი აჩვენა. ამჯერად ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. დენვერ ნაგეთსმა სან ანტონიო სპურსი 110:105 დაამარცხა. შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა.

სანდროს 24 წუთი მისცეს და სულ რაღაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 10 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 3/8.

მთავარი ამბავი კი ორი დიდი კაცის ჯახი იყო, ნიკოლა იოკიჩი ვიქტორ ვემბანიამას წინააღმდეგ. ორივემ ორმაგი დუბლი შეასრულა, ვიქტორს სამმაგის შანსი ჰქონდა, ოღონდ არა ასისტების, არამედ ბლოკების ხარჯზე, ამჯერად 9 ბლოკი დააგროვა! ნიკოლა იოკიჩსაც დააფარა, თანაც სამჯერ!

ეს მისი სადებიუტო სეზონია და უკვე ამდენს კადრულობს.

პირველი მეოთხედი დენვერმა – 30:23 მოიგო.
მეორე მეოთხედი – 25:31
მესამე მეოთხედი – 31:31
მეოთხე მეოთხედი – 24:20

  • ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე 34 წუთში 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 9 ბლოკია. 11-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/29.
  • ტრი ჯონსის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 10 ქულა, 12 მოხსნა, 11 ასისტი.
  • ჯოკერმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 38 წუთში 42 ქულა, 16 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 18/32.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა მაიკლ პორტერ ჯუნიორმაც – 15 ქულა, 16 მოხსნა.

აი ასეთი ძალაა ვემბანიამა, დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილოსან გუნდშია, ამავე კონფერენციის ლიდერს ეთამაშა, ორგზის MVP-ის, რომელსაც ბევრის აზრით ზედიზედ მესამედაც უნდა აეღო ეს ჯილდო, და სამჯერ დააფარა!

გუნდს სწორი კაცი ხელმძღვანელობს, ასე რომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, ვემბის ირგვლივ კარგი გუნდი უნდა აეწყოს.

იოკიჩი საუკეთესოა, მის წინააღმდეგ თამაში ვიქტორისთვის კარგი ტესტი იყო, იმის გასაგებად თუ რა დონეზე სურს თამაში. ნიკოლას წინააღმდეგ თამაში ბევრ რამეს დაგანახებს, ვიქტორი სწორედ ასეთ წინააღმდეგობაში იზრდება როგორც მოთამაშე“, – თქვა შეხვედრის შემდეგ გრეგ პოპოვიჩმა.

რეგულარული სეზონი

ფილადელფია სიქსერსი vs ოკლაჰომა სიტი – 109:105
ჯოელ ემბიდი პარკეტს მოგებით და 24 ქულით დაუბრუნდა;

ვაშინგტონ ვიზარდსი vs მილუოკ ბაქსი – 117:113
იანისის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 35 ქულა, 15 მოხსნა, 10 ასისტი;

მაიამი ჰიტი – ნიუ იორკ ნიქსი – 109:99
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 20 ქულა, 10 ასისტი;

ტორონტო რეპტორსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 111:128
ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 28 ქულა და 9 მოხსნაა;

მინესოტა ტიმბერვულვზი vs ჰიუსტონ როკეტსი – 113:106
ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 21 ქულაა;

იუტა ჯაზი vs კლივლენდ კავალიერსი – 113:129

გოლდენ სტეიტი vs დალას მავერიქსი – 104:100
ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა, 12 მოხსნა, 11 ასისტი;

საკრამენტო კინგსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი – 109:95
საბონისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 20 მოხსნა;