დევინ ბუკერის 52 ქულა – ფინიქსმა პელიკანსი დაამარცხა

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა პორტლენდ ბლეიზერსი 104:103 დაამარცხა. თუმცა, გოგას არ უთამაშია. ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა, მემფისთან მისცეს ცხრა წუთი, 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

დეანდრე იტონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 20 ქულა და 12 მოხსნა, მაგრამ ბოლო სროლა საშუალო მანძილიდან ძალიან ცუდი გამოუვიდა, ჰქონდა შანსი შეხვედრა ოვერტაიმში გადაეყვანა და ეს შანსი ქარს გაატანა.

ორლანდოს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა. მის ანგარიშზე 17 ქულა და 13 მოხსნაა.

ფინიქს სანსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი

დღის ცენტრალური მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული, მაგრამ მაყურებელს სანახაობა არ მოკლებია. ფინიქსმა პირველ ნახევარშივე დაამთავრა ყველაფერი. საერთო ჯამში კი 124:111 მოიგო.

პელიკანსს ინგრამი აკლდა, ზაიონს ცუდი თამაში არ ჰქონია, მაგრამ დევინ ბუკერმა პირველ ნახევარში უფრო მეტის ჩაგდება და უფრო მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ზაიონმა მთელ თამაშში.

პირველი მეოთხედი ფინიქს სანსმა 46:28 მოიგო.
(ცნობისთვის, პირველ მეოთხედში სარეკორდო ქულები გოლდენ სტეიტ უორიორზს ეკუთვნის – 55 ქულა)
მეორე მეოთხედიც ფინიქსმა მოიგო – 28:26.
მესამე მეოთხედი – 28:36.
მეოთხე მეოთხედი – 21:21.

დევინ ბუკერმა პირველ ნახევარში 37 ქულის ჩაგდება შეძლო. უმეტესად მისი დამსახურებაა, რომ თამაშმა ინტრიგა დაკარგა, პელიკანსისგან კი გაცილებით მეტს ელოდნენ.

  • დევინ ბუკერის ანგარიშზე 39 წუთში 52 ქულა, 3 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ბლოკია. 16-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. FG – 19/28.
  • ზედა ზღვარის ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა იუსუფ ნურკიჩს, მის ანგარიშზე 19 ქულა და 19 მოხსნაა.
  • დურანტის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 11-დან 3 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა.
  • პელიკანსის რიგებში კი ზაიონი გამოირჩა – 30 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა მის ანგარიშზე. FG – 10/20.

ამ შეხვედრის მერე ნიუ ორლეან პელიკანსი (45/30) დასავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზეა, ხოლო ფინიქს სანსი (44/31) მეშვიდე პოზიციას იკავებს.

პელიკანსი მომდევნო შეხვედრას სან ანტონიო სპურსთან გამართავს. ფინიქს სანსი კი მინესოტა ტიმბერვულვზს შეხვდება, ამის შემდეგ კი ისევ მოუწევთ ამ გუნდებს ერთმანეთთან თამაში.

რეგულარული სეზონი

შარლოტ ჰორნეტსი vs ბოსტონ სელტიკსი – 104:118
მაილს ბრიჯისის ანგარიშზე 26 ქულა და 11 მოხსნაა. ჯეისონ ტატუმმა 25 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა;

დეტროიტ პისტონსი vs მემფის გრიზლი – 108:110
ჯეირენ ჯექსონ ჯუნიორის ანგარიშზე 40 ქულაა;

ინდიანა პეისერსი vs ბრუკლინ ნეტსი – 133:111
ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე 27 ქულა და 13 ასისტია;

ჩიკაგო ბულზი vs ატლანტა ჰოუკსი – 101:113
დემარ დეროზანის ანგარიშზე 31 ქულაა;

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე