სარჩევი
2024 აპრ 01, 11:59 შ-მდე
3 წუთის საკითხავი

დრო მიიღო და გამოიყენა. სანდრო მამუკელაშვილმა გოლდენ სტეიტ უორიორზთან ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს სანდროს საუკეთესო შეხვედრა იყო მიმდინარე სეზონში.

სანდროს სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია თამაში, მაგრამ 25 წუთი დაუთმეს. ამ დროის მანძილზე 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკი დაუგროვდა. ერთი სამქულიანი ისროლა არაზუსტად, FG – 4/6.

გოლდენ სტეიტი vs სან ანტონიო სპურსი

სპურსმა ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა, მაგრამ პირველი ნახევრის მერე უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო. არადა, კარგი შეხვედრა ჰქონდა ვიქტორ ვემბანიამას. რამხელა მოლოდინი იყო ამ მოთამაშისგან ამის შეხსენება არ არის საჭირო, ახლა კი ისიც ითქვა რომ მოლოდინს გადააჭარბა, პირველივე სეზონში ასეთ კარგ თამაშს ბევრი არ ელოდა, ხაზს უსვამდნენ მის სისუსტეს და ამბობდნენ რომ NBA-ში ამის გამო დაიჩაგრებოდა, თუმცა, დრო გავიდა და ყველა ხედავს – ვიქტორი ძალიან სწორ გზაზე დგას.

გოლდენ სტეიტი კი დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა და დიდი ალბათობით ისევ Play In-იდან მოუწევს ჩართვა. რა თქმა უნდა, გუნდს კვლავ შემორჩენილი აქვს საჩემპიონო მენტალიტეტი, სანამ კარი და გრინი აქ არიან ეს მენტალიტეტიც არსად წავა, მაგრამ მიმდინარე სეზონი მაინც ძალიან უსახური გამოდის.

უორიორზმა 117:113 მოიგო.

პირველი ნახევარი სპურსის უპირატესობით დასრულდა – 60:52.

მესამე მეოთხედში უორიორზმა 37:21 მოიგო და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, მთავარი როლი სტეფ კარიმ შეასრულა.

სტეფის ანგარიშზე 33 წუთში 33 ქულაა, 1 მოხსნა და 8 ასისტი. 15-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/23.

ვიქტორ ვემბანიამას კი ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 32 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი, 4 ჩაჭრა და 3 ბლოკი. 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/22.

ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა დრეიმონ გრინსაც, გარდა იმისა, რომ ორმაგი დუბლი შეასრულა, კვლავინდებურად გამოირჩა აგრესიულობით და ზუსტად იმ გამარჯვებულის მენტალიტეტით, რომელიც ყოველთვის ჰქონდა.

გრინის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა, 11 ასისტი, 6 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/9.

სპურსი დასავლეთ კონფერენციაში ისევ ბოლო, მეთხუთმეტე პოზიციაზეა. გოლდენ სტეიტი კი როგორც აღვნიშნეთ მეათე ადგილზეა.

რეგულარული სეზონი

ბრუკლინ ნეტსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 104:116
ლებრონ ჯეიმსმა 40 ქულა ჩააგდო, ჰაჩიმურამ (20 ქ, 10 მ) და დევისმა (24 ქ, 14 მ) ორმაგი დუბლი შეასრულეს;

ტორონტო რეპტორსი vs ფილადელფია სიქსერსი – 120:135
კელი უბრეს ანგარიშზე 32 ქულაა;

ვაშინგტონ ვიზარდსი vs მაიამი ჰიტი – 107:119

მინესოტა ტიმბერვულვზი vs ჩიკაგო ბულზი – 101:109
დეროზანის ანგარიშზე 27 ქულაა;

ჰიუსტონ როკეტსი vs დალას მავერიქსი – 107:125
ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 47 ქულა და 12 მოხსნაა;

ნიუ იორკ ნიქსი vs ოკლაჰომა სიტი – 112:113
ჯეილენ უილიამსმა 33 ქულა ჩააგდო, ჯეილენ ბრანსონმა 30;

საკრამენტო კინგსი vs იუტა ჯაზი – 127:106
დე’არონ ფოქსის ანგარიშზე 24 ქულა და 12 მოხსნაა;

შარლოტ ჰორნეტსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი – 118:130
პოლ ჯორჯის ანგარიშზე 41 ქულაა;