NBA – დერბი კლიპერსმა მოიგო/დალასი დაბრუნდა

კლიპერსმა ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი მოუგო ლოს ანჯელეს ლეიკერსს. და როცა მეთერთმეტედ ჩაგრავ თანაქალაქელს, ესე იგი, პლეიოფის საგზურსაც შენ იმსახურებ.

ლეიკერსს პლეიოფის ზონაში შესვლა შეეძლო, მაგრამ დამარცხდა და ახლა მერვე პოზიციაზეა. ამ ზონაში ისეთი სიმჭიდროვეა, ცვლილებები ისევ შესაძლებელია.

  • 5. გოლდენ სტეიტი – 42/38
  • 6. კლიპერსი – 42/38
  • 7. პელიკანსი – 41/39
  • 8. ლეიკერსი – 41/39

მოდუნების უფლება არცერთ გუნდს არ აქვს, თითოეულს ორი მატჩი აქვს დარჩენილი:

  • ლეიკერსი – 8 აპრილს ფინიქსთან, 9 აპრილს იუტასთან;
  • კლიპერსი – 8 აპრილს პორტლენდთან, 9 აპრილს ფინიქსთან;
  • პელიკანსი – 8 აპრილს ნიქსთან, 9 აპრილს მინესოტასთან;
  • გოლდენ სტეიტი – 8 აპრილს საკრამენტოსთან, 9 აპრილს პორტლენდთან;

ვის უფრო რთული შეხვედრები ელის თავად განსაჯეთ. ისე კი, ყველაფერი წინ არის, ცვლილებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია.

ლეიკერსი vs კლიპერსი

იმედგაცრუებით დავიწყოთ, იუტასთან ოვერტაიმში ლებრონ ჯეიმსმა იფრინა და ლეიკერსი საპლეიოფო ბრძოლაში დააბრუნა, იყო მოლოდინი, რომ ლებრონი ამ შეხვედრასაც უმაღლეს დონეზე ჩაატარებდა, მაგრამ ძალიან გამოფიტული ჩანდა და შეხვედრის პირველი ნახევარი ჩააგდო.

ხშირად ვწერთ მის არაადამიანურ შესაძლებლობებზე, თუმცა, დროსთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია.

ლებრონმა პირველ ნახევარში მხოლოდ 3 ქულა აიღო, მეორეში კი თამაშს საგრძნობლად მოუმატა, მაგრამ მოსაგებად საკმარისი ვეღარ აღმოჩნდა.

კლიპერსი დრო და დრო ახერხებდა უპირატესობის მოპოვებას, ლეიკერსი კი მდევრის როლში იყო, ბოლო წუთები თითქოს დაიძაბა, მაგრამ კლიპერსს თავდაჯერება არ დაუკარგავს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რას უესტბრუკი, შეგვიძლია ამ შეხვედრას მისი შურისძიება დავარქვათ. როგორც წესი, ყოფილი გუნდების წინააღმდეგ განსაკუთრებით მოტივირებული და აგრესიულია.

კლიპერსმა 125:118 მოიგო.

ლებრონმა საბოლოო ჯამში 33 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. ექვსჯერ დაკარგა ბურთი. FG – 13/20 ზე. ალბათ მხოლოდ მას შეუძლია ძალიან ცუდი პირველი ნახევრის შემდეგ ასეთი სტატისტიკა აჩვენოს.

ორმაგი დუბლია ენტონი დევისის ანგარიშზე – 17 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი.

კავაი ლეონარდი – 25 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

რას უესტბრუკი – 14 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დალასი დაბრუნდა

დალას მავერიქსმა საკრამენტო დაამარცხა და Play In – ის ზონაში დაბრუნდა. ახლა მათი ამოცანაა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნონ ადგილი. მერე კი მთავარი დაიწყება.

ეს თამაში კაირი ირვინგმა მოიგო. ყველა გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანად იმოქმედა, ყველა მნიშვნელოვანი სროლა ჩააგდო, ყოველ ჯერზე საკრამენტოზე მაღლა დადგა.

სწორედ ამ ხასიათმა განაპირობა თამაშის მიმდინარეობა და დალასის სასარგებლოდ დასრულება.

კაირის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლია ლუკას ანგარიშზე – 29 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა. 11-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

დალასი მეათე ადგილზე აღზევდა, მათი კალენდარი ასე გამოიყურება:

  • 8 აპრილს ჩიკაგოსთან;
  • 9 აპრილს სან ანტონიოსთან;

დალასს შესწევს იმის უნარი, რომ Paly In-იდან პლეიოფში გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი ბრძოლები ექნება.

ანგარიშები

  • დეტროიტი – ბრუკლინი 108:123
  • ინდიანა – ნიუ იორკ ნიქსი 128:138
  • ატლანტა – ვაშინგტონი 134:116
  • ბოსტონი – ტორონტო 97:93
  • მილუოკი – ჩიკაგო 105:92
  • პელიკანსი – მემფისი 138:131 (OT)
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე