დემიან ლილარდის 60 ქულა!

NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ხმაურიანი ინდივიდუალური პერფორმანსიც ვიხილეთ, მთელი ყურადღება დემიენ ლილარდისკენ არის მიმართული.

პორტლენდმა იუტას უმასპინძლა და 134:124 დაამარცხა. ლილარდმა მოახერხა და 40 წუთში 60 ქულა დააგროვა! პლუს 7 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 15-დან 9 სამქულიანის ჩაგდება შეძლო, მისი საუკეთესო მაჩვენებელი 11 სამქულიანია.

ლილარდთან ერთად პორტლენდი სულ სხვა გუნდია და მიიწევს კიდეც ნელ-ნელა მაღლა. ამჟამად დასალვეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებენ.

ფილადელფია vs ბრუკლინი

შეხვედრა მოულოდნელი გმირებით. ასეც შეიძლება ითქვას. ფილადელფიამ დურანტის გარეშე დარჩენილი ბრუკლინი გამოიჭირა და 137:133 მოუგო.

პარკეტზე იყო ჯოელ ემბიდიც და ჯეიმს ჰარდენიც. ონილი-ბრაიანტის დუეტამდე ბევრი აკლიათ, მაგრამ მაინც კარგი სანახავია, დიდი ბიჭი სამწამიანში და დიდი წვერი პერიმეტრზე.

ჰოდა, გააბრაზეს დიდი ბიჭი, კლაქსტონმა ისე კარგად დააფარა, რომ წყობიდან გამოიყვანა, მერე ემბიდმა შეუღრინა და მთელი თამაში დომინირებდა.

მიუხედავად მათი პარკეტზე ყოფნისა, ყველაზე მეტ ქულას ტაირის მაქსიმ მოუყარა თავი, – 27 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი.

ჯოელ ემბიდის ანგარიშზე 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრაა.

ჯეიმს ჰარდენმა 23 ქულას, 3 მოხსნას, 7 ასისტს, 2 ჩაჭრასა და ერთ ბლოკს მოუყარა თავი.

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ბოსტონს ჩამორჩება.

ჰარდენმა ბრუკლინის დატოვების შემდეგ უკვე მოასწრო ყოფილ კლუბთან თამაში, ბენ სიმონსი კი პირველად დაბრუნდა ფილადელფიაში და არც ისე კარგად დახვდნენ.

მიუხედავად დიდი ზეწოლისა, 12 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და ერთი ბლოკი აიღო.

ირვინგის ანგარიშზე 30 ქულა, 2 მოხსნა, 10 ასისტი და 2 ჩაჭრაა.

სეტ კარიმ კი სტეფ კარივით ითამაშა. 32 ქულა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა. სეტმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

მიდლტონი დაბრუნდა

მილუოკ ბაქსმა დენვერს უმასპინძლა და 107:99 დაამარცხა. ნიკოლა იოკიჩს ტრავმის გამო არ უთამაშია, ასე რომ, დიდი სანახაობის შესაძლებლობა დავკარგეთ.

სამაგიეროდ, მილუოკს დაუბრუნდა კრის მიდლტონი, უკვე მეორე შეხვედრა ჩაატარა, ამჯერადაც 15 წუთი მიეცა სათამაშოდ, დააგროვა 10 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და ერთი ჩაჭრა.

იოკიჩის არყოფნაში იანისს ვინ შეაჩერებდა?! 33 ქულა, 14 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა.

მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. ჩამორჩება ბოსტონსა და ფილადელფიას.

დენვერი ისევ ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ორლანდო – ინდიანა 126:120

ჰიუსტონი – ვაშინგტონი 103:108

პელიკანსი – მინესოტა 102:111

ოკლაჰომა – ატლანტა 132:137

გოლდენ სტეიტი – მემფისი 122:120

საკრამენტო – ტორონტო 135:113

ლეიკერსი – სან ანტონიო 113:104

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე