სარჩევი
საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო | Setanta Sports

საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა M25 Sharm ElSheikh-ის ტურნირის ფინალში რუს ჩოგბურთელს ორ სეტში სძლია.

კარიერაში პირველად, საბა ფურცელაძემ 25000-იანი ტურნირი მოიგო. ჰარდის საფარის მქონე კორტზე ფურცელაძემ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.

21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ეგვიპტელი, ბრიტანელი, ფრანგი, უზბეკი და რუსი ჩოგბურთელები დაამარცხა. 1/16 და 1/8-ფინალში საბამ თითო სეტი დათმო, თუმცა მომდევნო ეტაპიდან მიჯრით 6 სეტი მოიგო.

გათამაშებაში ჩელენჯერის ჩოგბურთელებიც მონაწილეობდნენ. მათგან ერთ-ერთს, ალიბეკ კაჩმაზოვს ფინალში ფურცელაძემ 6-4 7-5 მოუგო.

2019 წელს PRO ტურში ჩართული ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 527-ე ადგილზეა. უშუალოდ, 2023-ში დაფიქსირებული შედეგებით კი პლანეტის საუკეთესო 300 ჩოგბურთელს შორისაა.

საგულისხმოა, რომ საბა ფურცელაძეს წლის მეორე ნახევრიდან, რეიტინგის გაუმჯობესების გამო, ჩელენჯერებზე თამაში აქტიურად შეეძლება. მომდევნო გაჩერება კი უკვე ATP-ი იქნება.

5 მარტს საბამ იმავე შარმ ელ შეიხში M15-ის ტურნირი მოიგო.