სარჩევი
საბა ფურცელაძემ ITF M15 Sharm El Sheikh-ის ტურნირი მოიგო | Setanta Sports
2023 მარ 05, 21:36 შშ
1 წუთის საკითხავი

საქართველოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი საერთაშორისო დონეზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

საბა ფურცელაძე, კარიერაში მესამედ, შარმ-ელ-შეიხის ITF M15 ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის იუნიორების ჩემპიონს, ბელგიელ ალექსანდერ ბლოქსს ორ სეტში, 6:3, 6:4 აჯობა.

გარდა ამისა, 21 წლის ქართველი მოთამაშე ეგვიპტური ტურნირის ჩემპიონი წყვილთა თანრიგშიც გახდა. მისი პარტნიორი სლოვაკი ლუკაშ პოკორნი იყო.

შეგახსენებთ, 2022 წელს საბა ფურცელაძემ რეიტინგში 600 ადგილით წინ წაიწია.