სულ ცოტაც და Play In-ში გადავალთ. მანამდე კი ბევრია გასარკვევი. აგერ, მაიამი ჰიტი ბოლომდე იბრძვის პლეიოფში მოსახევდრად, ბრუკლინის მდევარია და ბოლომდე ანერვიულებს.
შესაძლოა, პლეიოფის მომავალი მეტოქეების ჯახიც კი ვიხილეთ, საქმე ის არის, რომ თუ მაიამი მართლაც შევიდა პლეიოფის ზონაში, სიქსერთან მოუწევს დაპირისპირება. დღევანდელი მოცემულობით კი ემბიდისა და ჰარდენის მეტოქე ბრუკლინი იქნება – ყველაზე მარტივი ნადავლი ამ ეტაპზე.
სიქსერსი vs ჰიტი
ჯიმი ბატლერი ძლიერი მენტალობის მქონე ადამიანია. რაც უფრო რთულ მეტოქეს ეთამაშება, მით უფრო კარგ თამაშს ატარებს. სიმართლე ითქვას, მისი და მაიამის ხილვა ბევრად კარგი იქნება პლეიოფში, ვიდრე ჩამოშლილი ბრუკლინის.
წარმოდგენა შეგვიქმნეს, რა შეიძლება სამომავლოდ ვიხილოთ.
მაიამიმ 129:101 მოიგო.
ჯოელ ემბიდმა 21 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. FG – 9/13 ზე.
ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტია. წვერამ 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 24 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტია. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/12 ზე.
ისიც სათქმელია, რომ სიქსერსს მაიამისგან განსხვავებით მოტივაცია აღარ აქვს.
- მაიამი აღმოსავლეთში მე-7 ადგილზეა (43/37)
- ბრუკლინი მეექვსეა (44/36)
ერთი ფეხის დაცდენა და ყველაფერი შეიცვლება. დარჩენილ ორ შეხვედრაში ჰიტის მეტოქეები იქნებიან:
- 8 აპრილს – ვაშინგტონ ვიზარდსი;
- 9 აპრილს – ორლანდო მეჯიქი;
ბრუკლინის კალენდარი:
- 8 აპრილს – ორლანდო მეჯიქი;
- 9 აპრილს – ფილადელფია სიქსერსი;
დენვერი vs ფინიქსი
იოკიჩის გარეშე არათუ დენვერის, არამედ, NBA-ის ყურებაც ცოტათი მოსაწყენი ხდება. თუმცა, ახლა დენვერს არც სანერვიულო აქვს და არც სადარდებელი.
მეტოქე კი თავიდანვე ძლიერი ეყოლება, Play In-დან ვინც არ უნდა გადმოვიდეს დენვერს რთული შეხვედრა ელის. ამჟამინდელი ცხრილის მიხედვით პრეტენდენტი ორია – ლეიკერსი და პელიკანსი, (რომელსაც იმ დროისთვის ზაიონი უნდა დაუბრუნდეს) თუმცა, ვნახოთ, ცვლილებები კიდევ შესაძლებელია.
მანამდე კი დენვერმა ფინიქსთან ითამაშა და 115:119 დამარცხდა.
კევინ დურანტი მშვენივრად შეეწყო გუნდს. ბუკერი, პოლი, დურანტი – მშვენიერი სამეულია.
დურანტის ანგარიშზე 29 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკია. 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/18 ზე.
კრის პოლის ანგარიშზე 25 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.
ფინიქსი პლეიოფში ამჟამინდელი ცხრილის მიხედვით კლიპერსს უნდა შეხვდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კლიპერსი იქნება, გოლდენ სტეიტი თუ ლეიკერსი, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მატჩი გველოდება.
ანგარიშები
- იუტა – ოკლაჰომა 98:114
- სან ანტონიო – პორტლენდი 129:127
- ორლანდო – კლივლენდი 94:118