სარჩევი
კვარას ინტერვიუ ნიუ იორკ თაიმსთან | Setanta Sports

New York Times-ი ხვიჩა კვარაცხელიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს სათაურით: “ნაპოლის ხელოვანი საიდუმლოს ამხელს: თავისუფლება ჩემი ხელწერაა. სტატიის ავტორი, რორი სმიტი კვარას ინტერვიუსთვის ნეაპოლში ესტუმრა.

“ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ვარსკვლავი 9 თვეში გახდა. მისი არაჩვეულებრივი ნიჭის გამო, კი საქმეები კიდევ უფრო უკეთ უნდა წავიდეს”, – სტატია სწორედ ამ სიტყვებით იწყება.

კვარა ბალანსს არ კარგავს

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში, New York Times-ის ფოტო
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში, New York Times-ის ფოტო

ავტორი სტატიასდართული ფოტოს გადაღებისა და ინტერვიუს ჩაწერის პროცესს აღწერს. ავტორის თქმით, ხვიჩამ ხელებისთვის შესაფერისი მდგომარეობა ვერა და ვერ იპოვა და კომფორტის ზონიდან გამოვიდა. თუმცა ბოლო 9 თვის განმავლობაში მას ბალანსი მოედანზე არ დაუკარგავს.

კვარაცხელიას მსგავსი ისტორიები ფეხბურთში აღარ ხდება

რორი სმიტის თქმით, კვარაცხელიას მსგავსი ისტორიები ფეხბურთში აღარ ხდება. ავტორის აზრით, ხვიჩას მსგავსი ტალანტები იმ თავითვე, ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში არიან.

“ასეთ ფეხბურთელებს 10 წლის ასაკში ჰყავთ უკვე აგენტები. 12 წლის ასაკში ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიებთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და Youtube-ზე მილიონობით ნახვას აგროვებენ. თანაც ეს ყველაფერი 14 წლის ასაკამდე.

კლუბებსა და სკაუტებს ისინი 16 წლამდე უკვე აღმოჩენილი ჰყავთ და ლეგენდარული ფეხბურთელები მათზე საუბრობენ. ევროპული ტოპ ლიგების კალიბრის ტალანტებს კლუბები ჯერ კიდევ იმ დროიდან აკვირდებიან, როდესაც ისინი გაფურჩქვნის ასაკში შევლენ.

თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევა განსხვავებულია”.

კვარადონა, უფრო ერუდირებულად კვარავაჯო

“რამდენიმე თვეში, ნაპოლის ფანებმა მას კვარადონა, ან უფრო ერუდირებულად, კვარავაჯო შეარქვეს.

საქართველოდან, ერთ-ერთმა კომპანიამ ჩარტერული ფრენებიც კი დაიწყო, ქომაგების ნაპოლის საშინაო მატჩებზე ჩასაყვანად.

ყოველ ჯერზე, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, ერთი პატარა კუთხე ქართული დროშებითაა შემოსილი. იქ მისი ასობით თანამემამულე, განსაკუთრებით ხვიჩას თამაშს ელის”. – ამბობს ნიუ იორკ თაიმსის მწერალი ჟურნალისტი.

რორი სმიტი მამუკა ჯუღელის ინტერვიუსაც იხსენებს, სადაც ქართველი ფეხბურთელის მიმართ სხვა ტოპ კლუბების ინტერესიც დასტურდება.

თავად ქართველი კი ავტორიტეტულ გამოცემასთან ნეაპოური კარიერის საწყისებს იხესენებს.

“ნეაპოლური კარიერის დასაწყისი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ოცნებას ჰგავდა. მალევე მომიხდა საკუთარი თავის მობილიზება, რათა ჩემი თავისთვის შემეხსენებინა, რომ ეს არა ოცნება, არამედ რეალობა იყო. საკუთარ თავში ძალა უნდა მეპოვა, რათა ამ ყველაფერთან ერთად მეცხოვრა”.

ხვიჩა კვარაცხელია

კვარას ვარსკვლავური სენი არ აქვს

რორი სმიტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხვიჩას ვარსკვლავური სენი არც ამ 9 თვის განმავლობაში შეჰყრია.

მისი თავმდაბლობისა და გარეგნობის აღწერის დროს, სმიტი ხშირი წვერის გამო შერქმეულ თიკუნსაც, Che Kvara-ს იხსენებს. მისი ალუზია კი ცხადია, ერნესტო ჩე გევარასთანაა.

თავისუფლება ჩემი ხელწერაა – კვარა

ხვიჩას, გულშემატკივრებისგან გამოხატული სითბო და სიყვარული, რომ მოტივაციის წყაროდ გაუხდია, სტატიაში ამაზეცაა საუბარი. კვარა სმიტს ეუბნება, რომ ხალხის სიყვარულითა და ქომაგობით, ის მოტივაციას იღებს, რათა მათი იმედები ყოველ ტურში გაამართლოს.

ავტორი სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას შედეგიან და სანახობრივ თამაშზეც საუბრობს. ამას გარდა სმიტი მოედანზე ქართველის უსაზღვრო წარმოსახვის უნარსა და კრეატივსაც უსვამს ხაზს.

“ვირტუოზული სერია – გრძნობა, რომ მისი უდიდესი იარაღი წარმოსახვის უშრეტი უნარია, მისი სავიზიტო ბარათი გახდა”, – ამბობს სმიტი.

საპასუხოდ კი კვარა ჟურნალისტს ფეხბურთით მისეულ აღმაფრენაზე ესაუბრება.

“ეგ თავისუფლება ჩემი ხელწერაა. ესაა ის რასაც ჩემს თავში ვპოულობ და სწორედ ამის გამოც მიყვარს რასაც ვაკეთებ. როდესაც ვთამაშობ, ეგ გრძნობაა ჩემი მამოძრავებელი.

ვთამაშობ გულითა და ცივი გონებით. ამ უკანასკნელის გარეშე ვერ განვითარდები. მის გამოყენებას კი ვარჯიშებზე სწავლობ. დაშვებულ შეცდომებსა და იმ შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე რომელიც გქონდა.

მოხარული ვარ, რომ ჩემი ფაქტორის გამო, გუნდები საკუთარ დაცვის ტაქტიკას განსხვავებულად გეგმავენ”.

ხვიჩა კვარაცხელია

რორი სმიტი კვარაზე ჩანახატს ასე ასრულებს.

“ის ამ განსაკუთრებულ მიდგომაში პრობლემას ვერ ხედავს, მეტიც ეს მისთვის კომპლიმენტია.

9 თვის განმავლობაში ყოველმა გუნდმა, რომელიც ნაპოლის უპირისპირდება, იცის, რომ თუკი კვარაცხელიას დაკეტვის შანსი მიეცემა, წარმატებას მიაღწევს იმ ნაწილში, სადაც ბევრს ხელი მოეცარა.

მათ ხვიჩა კვარაცხელიას კომფორტის ზონიდან გამოყვანის გზა უნდა აღმოაჩინონ – ნაპოლის სენსაციის (overnight sensation), იტალიისა და ევროპის ვარსკვლავის, რომელსაც ხელში პალმა უჭირავს”.

სად და როდის ვუყუროთ ნაპოლი – აინტრახტს

ნაპოლი-აინტრახტის მატჩი 15 მარტს Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟეა. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.