სან ანტონიო სპურსმა გოლდენ სტეიტ უორიორზს უმასპინძლა და 113:144 დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს ამჟამად 13 გამარჯვება და 30 მარცხი აქვს.
შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა იმ ფაქტის გამო, რომ სან ანტონიო 2002 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა უწინდელ საშინაო არენას, – ალემოდომს.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სან ანტონიო ორმოცდამეათე სეზონს ატარებს NBA-ში. და რადგან ფანებმა 1992-დან 2002 წლამდე უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი იხილეს ამ არენაზე, იუბილეს აღსანიშავად კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ საკალათბურთო ტაძარს.
“პირველი, რაც ამ არენასთან მიმართებით მახსენდება შონ ელიოტის გადამწყვეტი სამქულიანია, (შემდგომში პორტლენდთან გამარჯვებას Memorial day miracle ეწოდა) აქაორობასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, ვზრდიდი ბავშვებს, ვიყავი სპურსის ნაწილი და ვთამაშობდი ალემოდომზე“, – თქვა სტივ კერიმ.
მესამე მეოთხედის მიწურულს დევიდ რობინსონმა გამოაცხადა, რომ რეგულარული სეზონის მატჩზე დასწრების რეკორდი მოხსნილია, შეხვედრას 64, 387 მაყურებელი დაესწრო.
წინა რეკორდი ჩიკაგო ბულსისა და ატლანტას შეხვედრაზე დაფიქსირდა, – 62, 046.
“ძალიან ამაღელვებელი მომენტია, აქ შეკრებილთათვის ეს ძლიერი ნოსტალგიაა. თავი მოუყარო ამდენ ადამიანს ამ შენობაში, გქონდეს საშუალება, რომ მათ წინაშე ითამაშო, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, იმედი მაქვს კარგი თამაში იქნება”, – თქვა შეხვედრის წინ გრეგ პოპოვიჩმა.
შეხვედრა ნამდვილად კარგი გამოვიდა, მაგრამ არა სპურსისთვის. მათგან საუკეთესო ტრი ჯონსი იყო, – 21 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი.
გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში, უკვე ტრადიციულად, ყველაზე მეტი ქულა ჯორდან პულმა დააგროვა. სტაბილურად გააკეთო ეს იმ გუნდში სადაც სტეფ კარი თამაშობს, დიდი მიღწევაა.
პულის ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასია.
22 ქულა ჰქონდა დივინჩენცოს, 16-16 ტომპსონსა და ვიგინსს, კარიმ 15 ქულით დაასრულა შეხვედრა.
უორიორზის ბალანსი ამჟამად 21-21 ზეა.
სხვა თამაშები ასე დასრულდა:
დეტროიტი – პელიკანსი 110:116
ინდიანა – ატლანტა 111:113
უაშინგტონი – ნიუ იორკ ნიქსი 108:112
ჩიკაგო – ოკლაჰომა 110:124
მინესოტა – ფინიქსი 121:116
იუტა – ორლანდო 112:108
კლიპერსი – დენვერი 103:115
საკრამენტო – ჰიუსტონი 139:114